მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში საინფორმაციო ტური გაიმართა

,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში საინფორმაციო ტური გაიმართა

262
0

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპი იწყება. პროგრამის წარმომადგენლებმა დღეს საინფორმაციო ტურის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს ქედაში შეხვდნენ და დეტალურად გააცნეს პროგრამაში ჩართვის და განხორციელების ყველა დეტალი. შეხვედრას ორგანიზებას გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძე უწევდა. სამთავრობო ინიციატივის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 15 მაისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონის მოსახლეობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებ-გვერდის მეშვეობით www.qartuli.ge და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000 დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს და წარმოადგენს ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას. ბიზნეს იდეის წარდგენა შესაძლებელია ა.წ. 31 მაისის ჩათვლით. პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას. ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.