მთავარი პოლიტიკა აჭარაში გიორგი გახარიას პარტია ,,საქართველოსთვის” 14-მა წევრმა დატოვა

აჭარაში გიორგი გახარიას პარტია ,,საქართველოსთვის” 14-მა წევრმა დატოვა

668
0

აჭარაში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიასაქართველოსთვისაჭარის ორგანიზაციის 14-მა წევრმა დატოვა.

ამის შესახებ მათ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

ჩვენ პარტიის დამფუძნებლებს, გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ სივრცეში განვითარებულ მოვლენებს და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია ამ პროცესებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენ დღემდე პარტიასაქართველოსთვისწევრები და დამფუძნებლები ვართ აჭარიდან, პარტიის, რომელსაც თავის დროზე იმიტომშევუერთდით, რომ მიგვაჩნდა პარტიასაქართველოსთვისიყო ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც რეალურად შეეძლო ებრძოლა ერთი მხრივ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი საზოგადოების კეთილ დღეობისთვის.

მოკლედ გაცნობებთ, რომ პარტიასაქართველოსთვისაჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელისირაკლი მიქელაძის პოლიტიკური კურსი, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარია. ირაკლი მიქელაძე გადაწყვეტილებებს იღებს განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად და გუნდის სურვილის მიუხედავად, აიძულებს ამ გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანას.

კერძოდ, მეორე ტურის წინ ირაკლი მიქელაძე პარტიასთან შეუთანხმებლად აწარმოებდა გარიგებას ნაციონალურ მოძრაობასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის მეორე ტურში დახმარების სანაცვლოდ ითხოვდა აჭარის პარტიული ორგანიზაციის მოქმედი აღმასრულებელი მდივნისთამილა ფაღავასთვის, ქალაქ ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსობას, რაზედაც ოპოზიციური კოალიციისგან მკაფიო უარი მიიღეს. მას შემდეგ რაც მან მიიღო უარი ოპოზიციურ ფლანგს დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა ქალაქ ბათუმის ვიცემერობა, თავისი კანდიდატურის წამოყენებით, რაზედაც მიიღო თანხმობა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის სასარგებლოდ მეორე ტურის წინ დაიწყო ხმების შეგროვება. ასევეარჩევნების შემდგომ ის საკრებულოს დარჩენილი ორი წევრით მუდმივად მანიპულირებდა დათავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოებდა პოლიტიკურ ვაჭრობას. ყველა ვინცკი გუნდის შიგნით მიქელაძისაგან განსხვავებულ პოზიციას აჟღერებდა, ამ უკანასკნელისმხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებოდა. გამომდინარე რთული წინასაარჩევნო მარათონიდან არ გვინდოდა განხეთქილება შეგვეტანა გუნდში და დუმილს ვამჯობინებდით, თუმცა ყოველივე ამან პროცესები კიდევ უფრო გააუარესა. საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ გვსურს მუშაობა განვაგრძოთ ადამიანთან ერთად, რომელიც სპობს განსხვავებულაზრს, შიდა პარტიულ დემოკრატიას ღიად ემუქრება და პარტიას მართავს არა ამომრჩეველთა ნების სასიკეთოდ, არამედ პირადი მოტივებითა და ანგარების მიღების მიზნით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია ჩვენ პარტიის დამფუძნებლები კატეგორიულად ვემიჯნებით ირაკლი მიქელაძის პრონაციონალურ პოლიტიკას, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვტოვებთ პარტიასსაქართველოსთვის“, – აცხადებს ტარიელ ქათამაძე.