მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარის მთავრობამ წაბლანის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ 219 ოჯახს 109 500 ლარი დამატებითი...

აჭარის მთავრობამ წაბლანის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ 219 ოჯახს 109 500 ლარი დამატებითი კომპენსაციის სახით გამოუყო /ვიდეო/

367
0

https://www.youtube.com/watch?v=_fFox9QXxVA&ab_channel=%E1%83%A2%E1%83%9512TV12

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციითა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრადეგიის შედეგად დაზარალებულ 219 ოჯახს ერთჯერად 5000-5000 ლარი გამოეყო. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილება სოფელ წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობას ადგილზე, აჭარის ა/ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ გააცნეს. „სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები გარკვეული პერიოდია ითხოვდნენ ფინანსური დახმარების გაწევას. მთავრობამ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა და ისინი თანხას უახლოეს დღეებში მიიღებენ“, – განაცხადა მინისტრმის პირველმა მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ წაბლანელებტან შეხვედრის დროს. 2019 წელს, აღნიშნულ ოჯახებს აჭარის მთავრობამ, ქ. ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადასცა. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა საცხოვრებლების კეთილმოწყობით სამუშაოებს მოხმარდება. 1989 წლის 19 აპრილს წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი მოიყოლა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი.