მთავარი პოლიტიკა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე – ბათუმში სამუშაო ვიზიტით მყოფ პოლონეთის დელეგაციას...

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე – ბათუმში სამუშაო ვიზიტით მყოფ პოლონეთის დელეგაციას შეხვდა

273
0

დღეს ბათუმში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე  სამუშაო ვიზიტით მყოფ პოლონეთის დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აჭარის მთავრობისთავმჯდომარემ პოლონურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული დაევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა დასუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. თორნიკე რიჟვაძემ იმედი გამოთქვა, რომ დელეგაციისვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და პოლონეთს შორის უკვე არსებული აქტიურიპარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

დღესვე ბათუმის ახალ ბულვარში საქართველოსა და პოლონეთის პრემიერმინისტრებმაპრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრესაზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა კაჩინსკიმ მნიშვნელოვანიროლი შეასრულა საქართველოპოლონეთის ურთიერთობების გაღრმავებაში.

მოხარული ვარ რომ დღეს ბათუმში იხსნება თანამედროვე ევროპელი გამორჩეული ლიდერის, პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ძეგლი. პრეზიდენტმა კაჩინსკიმ მნიშვნელოვანიროლი შეასრულა საქართველოპოლონეთის ურთიერთობების გაღრმავებაში, ჩვენი ქვეყნისდა ჩვენი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერაში. ქართველ ხალხს ახსოვს დაყოველთვის ემახსოვრება პრეზიდენტ კაჩინსკის განსაკუთრებული სიმამაცე და ვაჟკაცობაჩვენი ქვეყნისთვის მძიმე წუთებში. ჩვენ, ყველა ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს  ამმართლაც გამორჩეულ ევროპელ ლიდერს“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.

პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კულტურულჰუმანიტარულ, სავაჭროეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში დინამიურად ვითარდება. წარმატებულია თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე.