მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე – საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე – საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა

552
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.

თორნიკე რიჟვაძემ სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა, წარმატებები უსურვა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ლევან იოსელიანმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სახალხო დამცველის აპარატის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო. მხარეებმა დემოკრატიის განვითარების ხარისხზე და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრეს.