შუახევის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია ,,განაახლე ტყე“ გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან და ბათუმელ სტუდენტებთან ერთად მიიღო.
ნიგაზეულის ტყის ტერიტორიაზე ბათუმის უნივერსიტეტის სათბურში გაზრდილი 400-მდე ძირი კავკასიური ნაძვი დაირგა. მწვანე საფარის შენარჩუნების მიზნით მსგავსი კამპანია უკვე განხორციელდა ბორჯომისა და ლაითურის ტყეების აღსადგენად.
სტუდენტების ინიციატივით განხორციელებული კამპანიის მიზანი საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაა. ღონისძიებაში უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა. მსგავსი აქციების განხორციელება მუნიციპალიტეტებში სამომავლოდაც იგეგმება.
შუახევის მუნიციპალიტეტში გამწვანების აქცია ,,განაახლე ტყე“ გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აქციაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან და ბათუმელ სტუდენტებთან ერთად მივიღე
ნიგაზეულის ტყის ტერიტორიაზე ბათუმის უნივერსიტეტის სათბურში გაზრდილი 400-მდე ძირი კავკასიური ნაძვი დაირგა . მწვანე საფარის შენარჩუნების მიზნით მსგავსი კამპანია უკვე განხორციელდა ბორჯომისა და ლაითურის ტყეების აღსადგენად.