დღეს, საქართველოს პარლამენტის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ვახტანგ წულაძესთან ერთად, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მისალოცად ფერიის ბავშვთა სახლს ეწვია და იქაურ აღსაზრდელებს სააღდგომო ნობათი მიართვა. პარლამენტარმა მასპინძელ პატარებს საუფლო დღესასწაული მიულოცა და საუკეთესო სურვილები უძღვნა. ბავშვთა სახლში სტუმრობისას დეპუტატი ქალბატონი აღსაზრდელთა საცხოვრებელ პირობებსა და ყოველდღიური ცხოვრების დეტალებსაც გაეცნო. შეხვედრის დასასრულ აღმზრდელებმა და საჩუქრებით გახარებულმა პატარებმა საპატიო სტუმარს მადლობა გადაუხადეს.
ხვიჩა მამულაძე, არჩილ გორგილაძე