დღეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მოადგილეებთან ერთად აჭარის დასაქმების სააგენტოს ეწვია. მინისტრი სააგენტოს თანამშრომლებს გაესაუბრა და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ კახიძემ სტუმრებს სააგენტოს მომავალი გეგმები გააცნო. დასაქმების სააგენტო, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა. სააგენტო შეიქმნა 2011 …წლის 13 სექტემბერში. ის წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო დაწესებულებას რეგიონში, რომელიც აწარმოებს საშუამავლო საქმიანობას დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის. სააგენტოს მთავარ მიზანს, აჭარის რეგიონში, დასაქმება და დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. 2016 წელს, სააგენტოს მიერ გადამზადდა 120 სამუშაოს მაძიებელ, კურსდამთავრებულთაგან 62% დასაქმდა. გასულ წელს სააგენტოს შუამავლობით დასაქმდა 1663 სამუშაოს მაძიებელი.