მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა „თანასწორობა საზღვრებს გარეთ“

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა „თანასწორობა საზღვრებს გარეთ“

16
0

მიმდინარე წლის 12 – დან 21 ნოემბრის ჩათვლით, ქობულეთში, საქართველოს ახალგაზრდული ცენტრის (youth center of Georgia) ორგანიზებით, გაიმართა ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა „თანასწორობა საზღვრებს გარეთ“ (Equality across borders), რომელიც დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ. პროექტში მონაწეობდა ოცდათექვსმეტი ახლგაზრდა ექვსი ქვეყნიდან: ნიდერლანდები, საქართველო, ბულგარეთი, სომხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი.

დღის განმავლობაში მონაწილეები ესწრებოდნენ სესიებს. განიხილავდნენ  საკითხებს თანასწორობაზე, ტოლერანტობაზე, ურთიერთგაგებასა და კულტურაზე. სესიები ტარდებოდა არაფორმალურ ფორმატში, იყო დისკუსიები, სიმულაციური აქტივობები და ფორუმ თეატრი. ამასთან ერთად საღამოობით იმართებოდა კულტურული ღამეები, სადაც თითოეული ქვეყნის მონაწილე წარადგენდა თავიანთ კულტურას, მათ საშუალება ეძლეოდათ გაეცნოთ თავიანთი უნიკალური კერძები, ისტორია, ფაქტები ქვეყნის შესახებ, მუსიკა და ტრადიციული ცეკვები.

მონაწილეები ასევე ეწვივნენ ბათუმს.დაათვალიერეს მისი ღირსშესანიშნაობები და უფრო ღრმად გაეცნენ ქართულ კულტურასა და ქართულ სამზარეულოს.

ათდღიანი მუშაობის შედეგად მონაწილეებმა უკეთ შეიცნეს არსებული სიტუაციები არა მხოლოდ ერთმანეთისა, არამედ თავიან ქვეყნებშიც, შეიძინეს ახალი მეგობრები და დაამყარეს ურთიერთობები, რომლებიც საზღვრებს გასცდება, გაამყარეს ინგლისურად კომუნიკაციის უნარ-ჩვევები და რაც მთავარია, თავი იგრძნეს ევროპული ერთიანობის ნაწილად. ეს ყოველივე კი მათი მომავლის განვითარებასა და წინსვლაში დიდ წვლილს შეიტანს.

#ErasmusPlus #YouthExchange #NJI  #MVidee #YCG #CBA #Patrasyouthclub #Creativeyouth #Creativeyouthacademyhungary