მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი წლების შემდეგ, მშობლიურ ქალაქში…

წლების შემდეგ, მშობლიურ ქალაქში…

15
0

14 ნოემბერს, ქობულეთში, კულტურის სფეროს მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიება – კონცერტი „მოგზაურობა ოპერის სამყაროში“ გაიმართა.
მსმენელს შესაძლებლობა ჰქონდა, კლასიკური მუსიკისა და საოპერო ხელოვნების სამყაროში ემოგზაურა და პროფესიონალი მუსიკოსების შესრულებით გამორჩეული მუსიკალური პროგრამით დამტკბარიყო.
კონცერტში მონაწილეობდა საქართველოს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი ჯგუფი.
პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორი ქობულეთისვე მკვიდრი, ნიჭიერი შემოქმედი ილია ინაიშვილი, სოლისტი – საქართველოს კონსერვატორიის ლაურეატი ბადრი ჩიხიაშვილი, ხოლო კონცერტმაისტერი – ნინო ლეჟკაშვილი გახლდათ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მაია გაჩეჩილაძე და მალხაზ გარსევანიშვილი.
კონცერტმა ქობულეთის კულტურულ ცხოვრებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მუსიკალური საღამო შემატა. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, პროფესიული საშემსრულებლო ხელოვნების წარმოჩენასა და რეგიონებში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

ღონისძიებას ორმაგი დატვირთვაც ჰქონდა – ილია ინაიშვილი პირველად წარმატებით წარსდგა მშობლიურ ქალაქში მეტად პრეტენზიული და გემოვნებიანი მაყურებლის წინაშე.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მაღალი პროფესიული დონის მუსიკალური პროექტები ქობულეთის მსმენელს მშობლიურ ქალაქში აძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ ეზიაროს კლასიკური მუსიკის სამყაროს.


ღონისძიება ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.