ირაკლი ქადაგიშვილი და გია ვოლსკი უსინდისოდ იტყუებიან, “ბორჯომი” კონკურენტულკომპანიად ვაქციეთ… დღემდე მნიშვნელოვან წილს ფლობს პატარკაცისშვილების ოჯახი, – ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ერთ–ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ ,,facebook” წერს”
“ირაკლი ქადაგიშვილმა და გია ვოლსკიმ თქვეს მორიგი უსინდისო ტყუილი და შესანიშნავად იციან, რომ რასაც ამბობენ ეს არის ტყუილი. ეს არის მათი პარტიისთვის დამახასიათებელი ხელწერა– ადამიანებს დააბრალო ის რასაც არასდროს ადგილი არ ჰქონია.
სინამდვილეში, თავის დროზე, ბორჯომის გაპარტახებული ინდუსტრია მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან, perrier international- ის პრეზიდენტთან, ძალიან ცნობილ იტალიელ, ჰოლანდიელ და ფრანგ ინვესტორებთან ერთად გარდავქმენითკონკურენტულ საწარმოდ და მინდა გითხრათ, რომ ერთადერთი საწარმო და ბიზნესია საქართველოში, რომელიც შეტანილია ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სასწავლო კურსში როგორც წარმატებული ბიზნეს ქეისი.
ჩვენ ეს მოვახერხეთ და ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ მამუკამ, მე და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა.
2003 წელს, ბორჯომის ბიზნესი შეიძინა პატარკაციშვილის და მისი პარტნიორების მიერ დაფუძნებულმა საინვესტიციო ფონდმა -,,სალფორდი”.
2013 წელს კი ,,სალფორდის” მიერ ბორჯომის აქციების საკონტროლო პაკეტი გასხვისდა “ალფაჯგუფზე”. თუმცა, ბორჯომის კომპანიაში დღემდე მნიშვნელოვან წილს ინარჩუნებს პატარკაციშვილების ოჯახი.
ეს ისტორია რაც დღეს ხდება ბორჯომის ირგვლივ საგანგაშოა, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, წარმატებული ბიზნესი ეჯახება გადაულახავ სირთულეებს. ამისთვის საჭიროა სახელმწიფომ და პატარკაციშვილების ოჯახმა მაქსიმალური გააკეთონ იმისათვის, რომ ბორჯომის ბიზნესი არ შეჩერდეს, ადამიანები უმუშევრები არ დარჩნენ და წარმატებული ისტორია გაგრძელდეს,” – წერს ბადრი ჯაფარიძე.