ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, პოლიციამ უფლებადამცველი მერაბ ღოღობერიძე და ენმ-ს ყოფილი წევრი ირაკლი ჩხირკვია ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების გამო დააკავა. როგორც “აჭარა P.S.”-ს შსს-ში განუცხადეს, “ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული მ. ღ. და 1987 წელს დაბადებული ი. ჩ. დააკავეს. რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა ან მათზე თავდასხმა.
ხვიჩა მამულაძე