მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმის მერი აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდა

ბათუმის მერი აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდა

186
0

ბათუმისმერია ბათუმის მერი ლაშა კომახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს რაშად ისმაილოვსა და ვიცე კონსულს ფარჰად მამედოვს შეხვდა. რაშად ისმაილოვმა ახლადარჩეულ მერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლაშა კომახიძემ და რაშად ისმაილოვმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და მრავალმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმის მერს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის, ნუგარ საფაროვის მილოცვის წერილი გადასცა. საუბრის დასასრულს, მხარეებმა მზადყოფნა დაადასტურეს, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.