მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი – ბათუმში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) დელეგაციის წევრებს...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი – ბათუმში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) დელეგაციის წევრებს შეხვდა

263
0

გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) დელეგაცია იმყოფება.

,,გავმართეთ შეხვედრა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის წარმომადგენლებთან. როგორც მოგეხსენებათ, გასულ კვირას მიღწეული იქნა შეთანხმება გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან, ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეხუთე ფაზის სამუშაოების დაფინანსებასთან დაკავშირებით. პროექტის საერთო ღირებულება 80 მილიონამდე ევროს შეადგენს.
პროექტი ითვალისწინებს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების სისტემებთან დაკავშირებული პრობლემების სრულად მოგვარებას, რაც სამომავლოდ ბათუმის ამ ნაწილის განვითარებასა და ქალაქთან სრულ ინტეგრირებას უზრუნველყოფს”-აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.