მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ბათუმის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

223
0

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს.

არჩილ ჩიქოვანი, აეროპორტის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებს შეხვდა.

,,გასულ ორშაბათს დავიწყეთ გასვლითი შეხვედრები მოსახლეობასთან, რომელიც გონიოსმაცხოვრებლებთან გაიმართა. დღეს კი აეროპორტის დასახლებაში ვიმყოფებოდით.

ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით დავიწყებთინფრასტრუქტურის განვითარებას.

მოეწყობა შარაშიძის I და  II ჩიხები, ჩატარდება ფერდსამაგრი სამუშაოები, რამდენიმემისამართზე მოეწყობა სკვერი, სპორტული მოედანი და მცირე რეკრეაციული სივრცეები.

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მინდა ვუთხრა ჩვენს თანაქალაქელებს არის ის, რომ ბათუმისშემოერთებულ ტერიტორიაზე გაგრძელდება წყლისა და წყალარინების სისტემის მოწყობა, რისთვისაც 200 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება“-აცხადებს ჩიქოვანი.