მთავარი სხვადასხვა ბათუმში დამსახურებული მხატვრის სიმონ ართმელაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

ბათუმში დამსახურებული მხატვრის სიმონ ართმელაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

18
0

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, პედაგოგის, ღირსების ორდენის მფლობელის, აჭარის დამსახურებული მხატვრის სიმონ ართმელაძის მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას სიმონ ართმელაძის ოჯახის წევრები, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის, ბათუმისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერიებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაფის გახსნის პარალელურად ხულოს სამხატვრო გალერეაში, სიმონ ართმელაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენაც მოეწყო.

სიმონ ართმელაძე დაიბადა 1933 წელს, ხულოში, 1962 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ხულოს საშუალო სკოლაში. 1963 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. არის ავტორი პეიზაჟებისა და ჟანრული სურათების. სიმონ ართმელიძის ნამუშევრებში ასახულია საქართველოს სხვადასხვა ისტორიული ადგილები და აჭარელი ხალხის ყოფა–ცხოვრება. ის ამავდროულად იყო იუნესკოს მსოფლიო კავშირის წევრი.