ბათუმის მერმა ტბეთის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, თამარის დასახლებაში ეს არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ქუჩა, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. ქუჩის რეაბილიტაციისას გათვალისწინებული იქნა მოსახლეობის თხოვნა, რის საფუძველზეც ქუჩის გარკვეულ მონაკვეთი გაფართოვდა. ბათუმის მერმა ტბეთის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმოკლეს ვადაში საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები შესრულდა. ტბეთის ქუჩაზე უკვე მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა, ტროტუარები დაბორდიურები. დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს სანიაღვრე ჭების მონტაჟი და ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება. გარდა ამისა, პროექტიასევე ითვალისწინებს ტბეთის ქუჩის შესახვევის კეთილმოწყობასა და განახლებული განათების სისტემის მონტაჟს.
,,ტბეთის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ეს თამარის დასახლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. ქუჩაწლების განმავლობაში იყო მოუწესრიგებელი, სადაც, როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით გადაადგილებისას მოსახლეობას დისკომფორტი ექმნებოდა. ტბეთის ქუჩაზე მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარისდაგება. ასევე დაგეგმილია ტბეთის ქუჩის შესახვევის კეთილმოწყობაც. ქუჩის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 მილიონ ლარს აღემატება“-აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.