მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმის მერს ოკუპაციის წახალისებაში ადანაშაულებენ

ბათუმის მერს ოკუპაციის წახალისებაში ადანაშაულებენ

187
0

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსათვის“ ხელმძღვანელი ლაშა ადამია ბათუმის მერს პრორუსული ორგანიზაციის დაფინანსებაში ადანაშულებს. როგორც ადამია ამტკიცებს, გასულ წელს გიორგი ერმაკოვმა ორგანიზაცია „რასსვეტის“ ღონისძიებები –  მწერალ მიხეილ ლერმონტოვის იუბილე, სახალხო ერთობის დღესასწაული და საახალწლო ღონისძიება ქალაქის ბიუჯეტიდან 4 ათასი ლარით დააფინანსა. ადამია თვლის, რომ ბიუჯეტის თანხები არა ოკუპანტების გაძლიერებაზე, არამედ რეგიონის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე უნდა იხარჯებოდეს.

„რასსვეტის“ ხელმძღვანელი ოქსანა ჩიკალოვა ორგანიზაციის მთავარ მიზანზე საუბრობს და ამბობს, რომ ჯგუფი, რომელშიც სამასი ადამიანია გაერთიანებული, რუსული ტრადიციების შენარჩუნებაზე მუშაობს, რათა მომავალმა თაობამ არ დაივიწყოს რუსი მწერლები და დღესასწაულები. თავად გიორგი ერმაკოვს ადამიას ბრალდება უსაფუძვლოდ მიაჩნია.