მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის – ქუთაისში...

ბათუმის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას შორის – ქუთაისში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

170
0

დღეს, ქუთაისში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას  შორის. მემორანდუმს ხელი ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმოდგენილმა, „ათეას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მელუამ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია ბათუმის მუნიციპალიტეტში ბავშვსა და ბავშვიან ოჯახზე მორგებული სოციალური პროგრამების ხელშეწყობა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პროექტ ,,გაუმჯობესებული სოციალური პროგრამირება ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის საქართველოს მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაფორმდა.

,,დღეს, ქუთაისში მონაწილეობა მივიღე შეხვედრაში ,,მერები ბავშვებისთვის“, რომელიც პროექტ ,,გაუმჯობესებული სოციალური პროგრამირება ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის საქართველოს მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაიმართა.

დღესვე ხელი მოვაწერე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, რომლის მიზანია ბათუმის მუნიციპალიტეტში ბავშვსა და ბავშვიან ოჯახზე მორგებული სოციალური პროგრამირების ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა ბავშვთა უფლებათა კოდექსი, რომელშიც განისაზღვრა მუნიციპალიტეტის გაზრდილი როლი  ბავშვის უფლებათა განხორციელებაში. შესაბამისად, მუნიციპალური სერვისების სააგენტოში შეიქმნა ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება, რომელიც მუშაობს მუნიციპალურ სოციალურ სერვისებზე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის ძლიერი და ჯანსაღი გარემოს მხარდასაჭერად.

მნიშვნელოვანია, რომ გადაიდგას ეფექტური ნაბიჯები, რათა უზრუნველვყოთ ბავშვებისთვის ღირსეულ პირობებში ცხოვრებისა და განვითარების უფლება.

ჩვენი მიზანია, თითოეული ბავშვი იყოს დაცული, განათლებული და ჯანმრთელი. განსაკუთრებით კი, ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს მიღმა დარჩენილი ბავშვები“-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.