მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ოზურგეთის ტექნოპარკში – GITA- ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ოზურგეთის ტექნოპარკში – GITA- ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

333
0

ოზურგეთის ტექნოპარკში,  #GITA- ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად 30 000 და 100 ათას ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს.

დღეს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარემ, ავთანდილკასრაძემ, 4 ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეა დააჯილდოვა. პროგრამაევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძედა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.

„ ოზურგეთის ტექნოპარკი – ეს არის ადგილი, სადაც იდეა, შესაძლებლობები და დაფინანსება ერთმანეთს უკავშირდება. მოხარული ვარ, რომ სამ თვეში კიდევ გამოცხადდება კონკურსი დაჩვენს თანამოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა თავიანთი ბიზნეს პროექტები წარმატებით განახორციელონ,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.