ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „პოსტკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტს, რომელშიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი მედეა ვასაძე ამტკიცებს, რომ 2013 წლის 20 სექტემბერს ირაკლი ჭეიშვილის დახმარებით, რომელიც ახლა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეა, სამთავრობო მანქანით საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერება შემოვიდა, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თავად ბრალდებათა ადრესატი ირაკლი ჭეიშვილი გამოეხმაურა, სტილის დაცვით გთავაზობთ ჭეიშვილის პოსტს:
„დღეს ვუყურე რუსთავი2 გადაცემა პოსკრიპტუმს და სიმართლე გითხრათ მეგონა სხვა ადამიანზე იყო ეს ყველაფერი და არა ჩემზე. ბათუმი პატარა ქალაქია და ყველამ იცის, არათუ ნარკოტიკთან შეხება არ მქონია ჩემს სიცოცხლეში სიგარეტიც კი არ მომიწევია.
2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე აღვირახსნილი, უზნეო კამპანია მიდის პირადად ჩემს წინააღმდეგ და ამას აკეთებს პოლიტიკანთა ერთი ჯგუფი მურმან დუმბაძის თაოსნობით. მიზეზებზე პირველად ვწერ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მურმან დუმბაძეს უნდოდა გამხდარიყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ამ მიზნისთვის კადრულობდა ყველაფერს: ტყუილს, მოსყიდვას, შანტაჯს, მუქარას, ფიზიკურ დაპირისპირებას და ეს ყველაფერი გრძელდებოდა მანამ სანამ მას არ უთხრეს უარი ამ თანამდებობის დაკავებაზე. მურმან დუმბაძემ ჩათვალა, რომ მის უბედურებაში პირადად ვიყავი დამნაშავე , ჩემი ერთადერთი ბრალი იყო ის რომ როგორც აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ხელს ნამდვილად ვუშლიდი მისი ნათესავების დიდ მადას ყველა და ყველაფერი ეკონტროლებინათ. ამის შემდეგ დაიწყო უბინძურესი კამპანია თითქოს მაქვს ერთი სართული რომელიღაც კორპუსში, რაც აღმოჩნდა დიდი სიცრუე. სიმადვილეში მაქვს 75 კვ. საცხოვრბელი ბინა კრედიტით და დღემდე ვიხდი და ამის ყველა დოკუმენტაცია სახეზეა. ამის შემდეგ იყო კიდევ უფრო ბინძური კამპანია სოციალურ ქსელებში და ზუსტად ვიცი ვინც აკეთებს და რამდენს იხდის ამაში მურმან დუმბაძე და მისი დაჯგუფება. მაგრამ ამ ყველაფერს ვითმენდი, რადგან გააზრებული მაქვს ჩემი სტატუსი და თმენის ვალდებულება და არასოდეს სერიოზულად არ აღვიქვამდი ამ ცილისმწამებლურ კამპანიას. ზუსტად ვიცოდი ისეთი დისკრედიტირებული, კომიკური პერსონაჟებისგან როგორებიც არიან მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე ამას მოქალაქეები სერიოზულად არ აღიქვამდნენ და ასე იყო დღემდე. მაგრამ გადაცემა პოსკრიპტუმში გასული სიუჟეთი ლახავს არა მხოლოდ ჩემს საქმიან რეპუტაციას, არამედ ქალაქის საკრებულოს იმიჯს და იმ გუნდის ავტორიტეტს რომელსაც წარმოვადგენ და ამიტომ ბუნებრივია მივმართავ სასამართოს და სამართალდამცავ სტრუქტურებს. ეს არის საქმიანი რეპუტაციის შელახვა და ამ შემთხვევში რუსთავი2 არის გამოყენებული როგორც ინსტრუმენტი.
სიუჟეტის ანონსი და მთლიანად სიუჯეტის სტრუქტურა აგებულია ისე, რომ დააეჭვოს მაყურებელი თითქოს ამ სისაძაგლეში რაიმე წვლილი ხომ არ მიმიძღვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ეს არის ერთ ქალზე ამოფარებული (მედეა ვასაძეს ვგულისხმობ) ვითომ პოლიტიკოსის სინამდვილეში პოლიტიკით მოვაჭრე მურმან დუმბაძის პათოლოგიური ავანტიურა რომლითაც დაკავებულია იგი უკანასკნელი წლები.
პირადად ჩემი, ჩემი ოჯახის, ქალაქის საკრებულოს იმ გუნდის ღირსებას რომელსაც წარმოვადგენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და ამიტომ აუცილებლად მივმართავ სასამართლოს რადგან გაიგოს მოქალაქეებმა ვინ არის მურმან დუმბაძე და რა ინტერესი ამოძრავებს მის გაუმაძღარ კლანს. უფრო დეტალურად მოგვიანებით მოგახსენებთ!“ – წერს ჭეიშვილი.