მთავარი პოლიტიკა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოხდა

377
0

დღეს ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხმაური იყო.

ერთმანეთს საკრებულოს წევრები  სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მიზეზი   ბათუმში  გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა გახდა.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოსგან მოითხოვეს პასუხი, რატომ არ აღიკვეთა უკანონო მშენებლობა.

„გვითხარით, რა შენდება. ეს არის ყაზარმა, თუ სხვა საიდუმლო ობიექტი, საერთოდ დაინტერესდით ამით?“, ასე – მიმართა უმრავლესობის წარმომადგენლებს ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ.

გიორგი კირთაძე სიტყვით გამოსვლას ითხოვდა, რის საშუალებაც რეგლამენტიდან გამომდინარე სხდომის თავმჯდომარემ არ მისცა.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური, რის გამოც სხდომა შეწყდა და შესვენება გამოცხადდა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე თამაზ სალუქვაძე აცხადებს,  მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობს, რაზეც შესაბამის უწყებებს ჰქონდათ რეაგირება.

„შვიდჯერ დაჯარიმდა ობიექტი. ეს არის კერძო ტერიტორია და საქმე გადაცემულია სასამართლოში, მეტი რა რეაგირება გინდათ“, – განაცხადა თამაზ სალუქვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

ავტორი: ხვიჩა მამულაძე