საერთაშორისო გამოფენაზე სამშენებლო ინდუსტრიაში ჩართული 60-ზე მეტი ადგილობრივიდა საერთაშორისო კომპანია იყო წარმოდგენილი. სამშენებლო ტექნოლოგიების გამოფენასაჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დაესწრო. მისი თქმით, მიუხედავადარსებული გამოწვევებისა, ეკონომიკის დინამიკის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„მიუხედავად არსებული რეგიონული და გლობალური გამოწვევებისა, ჩვენთვისგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური დინამიკის შენარჩუნება. სახელმწიფოს, კერძო სექტორის ჩართულობა უზრუნველყოფს რომ როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაშიეკონომიკის განვითარებას არ შეექმნას რაიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა. მისასალმებელია, რომ სამშენებლო სექტორში არსებული კომპანიები ძალიან დიდ დაინტერესებას გამოხატავენ“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
გამოფენის ფარგებში, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ტრაპიზონისგუბერნატორთან ისმაილ უსტაოღლუსთან. მხარეებმა აჭარის ტურისტული და საინვესტიციოპოტენციალის შესახებ ისაუბრეს. გამოითქვა მზადყოფნა აჭარასა და ტრაპიზონის გუბერნიასშორის ურთიერთობის გაღრმავებისა და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობისგანვითარებისათვის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში.