ბათუმი 16-17 თებერვალს საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. საერთაშორისო კონფერენციის მიზანია შავი ზღვის რეგიონშიკულტურული ტურიზმის განვითარება და ამ მხრივ ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერა.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საზღვაორეგიონების კავშირის ვიცე–პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძემ გახსნა.
CulTourE4Youth Batumi International Workshop-ი მონაწილეობა საბერძნეთის, იტალიის, ინგლისის, ესპანეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, მოლდოვის, რუმინეთის და თურქეთის, ასევე ევროპული ინსტიტუციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ლურჯიეკონომიკა, ევროპული მმართველობა, ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილებები, საზღვაო დაკულტურული ტურიზმი, ახალგაზრდული მეწარმეობის გაძლიერება.
ვორქშოფის ორგანიზატორია საზღვაო რეგიონების კავშირი (CPMR). აჭარის ავტონომიურირესპუბლიკა საზღვაო რეგიონების კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც საშუალებას აძლევს რეგიონს სრულად ჩაერთოს CPMR პოლიტიკის შემუშავებაში.
პერიფერიული საზღვაო რეგიონების კავშირი წარმოადგენს საზღვაო რეგიონების ქსელს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 160 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მისფარგლებს გარეთ.