ათასზე მეტი სახეობის განათების შეძენას, ბათუმელები ამიერიდან საკუთარ ქალაქში შეძლებენ. დღეს აღმაშენებელის 13 ნომერში მაღაზია „მეგა ნათება“ გაიხსნა და ყოველ დღე 10-დან 20 საათამდე იმუშავებს. მაღაზიაში სხვადასხვა სახის ჭაღებთან ერთად ბარისა და ჭერის თანამედროვე განათებების შერჩევაცაა შესაძლებელი. დამფუძნებლების ინფორმაციით, ამ ბიზნესში 15-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და იგეგმება კადრების გაზრდა. ობიექტის მეპატრონე რომან სირაბიძე ამბობს, რომ თავის მაღაზიაში განათებების ფართო არჩევანია და ფასები ყველა ტიპის მომხმარებლზეა გათვლილი. ჭაღების საწყისი ფასი 30 ლარია, თუმცა ძვირფასი თვლებისა და სხვა ნამუშევრების გათვალისწინებით განათებების ფასები 5 ათასს აღწევს. მაღაზიის მენეჯერის, გიორგი სირაბიძის ინფორმაციით, მაღაზია გეგმავს სხვადასხვა ბანკის მეშვეობით უპროცენტო განვადებების გაკეთებასაც. დამფუძნებლები ამავე მაღაზიის ფილიალის გახსნას საქართველოს დედაქალაქშიც გეგმავენ.
სალომე კახაძე