მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში ბიზნეს ფორუმი “ბათუმი-ვროცლავი” ჩატარდება

ბათუმში ბიზნეს ფორუმი “ბათუმი-ვროცლავი” ჩატარდება

245
0

მიმდინარე წლის 12 მაისს, ქ. ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით და პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს მთავრობის ჩართულობით, ბიზნეს-ფორუმი „ბათუმი-ვროცლავი“ გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას პოლონელი და ქართველი ბიზნესმენები მიიღებენ.

შეხვედრაზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალურ პრეზენტაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი გამართავს. ფორუმის მონაწილეები აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაციას მიიღებენ. სტუმრებს აჭარის შესახებ უცხოენოვანი საინვესტიციო ვიდეო რგოლის ნახვის შესაძლებლობა მიეცემათ. შეხვედრის ფარგლებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციას გამართავს.

შეხვედრის ფარგლებში ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის B2B შეხვედრები ჩატარდება. კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახონ.
ფორუმში მონაწილეობაზე დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ყველა აუცილებელი ველი და გაიაროთ რეგისტრაცია.