მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში დაზიანებული ხეების ჩანაცვლება და 6500 ხის დარგვა იგეგმება

ბათუმში დაზიანებული ხეების ჩანაცვლება და 6500 ხის დარგვა იგეგმება

250
0

#ბათუმისმერია #ვზრუნავთბათუმზე ბათუმში მიმდინარე წლის ბოლომდე 6 ათას 500 ძირი ხე დაირგვება. ქალაქში რამდენიმე კვირაა ინტენსიურად მიმდინარეობს სეზონურად მოყვავილე მცენარეებისა და ხეების დარგვის სამუშაოები. გუშინ, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოჭრილი დაზიანებული ხე ახლით ჩანაცვლდა. ქალაქში არსებული მწვანე საფარის გაჯანსაღების პროცესი გაგრძელდება და ყველა დაზიანებული ხე საღი ნარგავებით ჩანაცვლდება. გამწვანების სამსახურმა დღეს 22 ძირი ხამეციპარისი დარგო.