მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში მთავრობის სახლის წინ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

ბათუმში მთავრობის სახლის წინ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

276
0

ბათუმში მთავრობის სახლის წინ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს, შუახევის და კირნათის ჰესის მშენებლობის გამო დაზარალებულმა ოჯახებმა.

,,პირველ რიგში მინდა გავაკეთო განცხადება რომ ეს ღონისძიება არ უკავშირდება პოლიტიკას, ეს არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული აქცია, ეს აქცია დაკავშირებულია უსამართლობასთან,სოციალურ უსამართლობასთან რომელიც რეგიონში მრავლად არის და თქვენ წარმოიდგინეთ დღევანდელი დღეც ამის დადასტურებაა აქ მოიყარა თავი ეპიდ ვითარების მიუხედავად ადამიანებმა რომლებიც სხვადასხვა პრობლემებით არიან,ეს არის ავტოპარკის მშენებლობის გამო დაზარალებული შუახევის და კირნათის ჰესის მშენებლობის გამო დაზარალებული,თვითნებურად შესახლებულები,ოცნების ქალაქის მოსახლეობა და კიდე სხვა მრავალი,რომლებიც წლების განმავლობაში ზუსტად ამ შენობასთან ინდივიდუალურად არაერთხელ მოვიდნენ პასუხის მისაღებ,თუმცა თორნიკე რიჟვაძის ბაბუას თქმის არიყოს რომ ხალხთან ერთად იყავითო თქვენ აი აგერ ჟურნალისტები მოწმე ხართ როგორ ემალება ხალხს მიუხედავად იმისა რომ მან იცოდა რომ დღეს აქ მოვიდოდნენ ადამიანები,გაგრძელდება აქციები იქნება ყოველდღიური არჩევნებამდე არმისცემს ეს ხალხი ხელისუფლებას კომფორტის უფლებას „-აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

ავტორი: ხვიჩა მამულაძე ნინი ივანაძე