მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

ბათუმში ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

409
0

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს. ამჯერადკაცი.

ისიც საკაცით გადმოჰყავთ

ის ნანგრევებში 10 საათზე მეტხანს იმყოფებოდა

დაშავებული შშმ პირია, რომელიც მე-6 სართულზე ცხოვრობდა

ამოყვანის პროცესს ადგილზე შეკრებილი ადამიანები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ

მანამდე დაახლოებით 2 საათის წინ მაშველებმა ქალიინგა მეკეიძე ამოიყვანეს.

ინგა თავის ორ შვილთან ერთად იყო ნანგრევებში მოქცეული.

ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ადგილზე სამძებროსამაშველო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

ავტორი:ხვიჩა მამულაძე