მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

ბათუმში ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

553
0

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს. ამჯერადკაცი.

ისიც საკაცით გადმოჰყავთ. 

ის ნანგრევებში 10 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. 

დაშავებული შშმ პირია, რომელიც მე-6 სართულზე ცხოვრობდა. 

ამოყვანის პროცესს ადგილზე შეკრებილი ადამიანები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ

მანამდე დაახლოებით 2 საათის წინ მაშველებმა ქალი – ინგა მეკეიძე ამოიყვანეს.

ინგა თავის ორ შვილთან ერთად იყო ნანგრევებში მოქცეული.

ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ადგილზე სამძებრო–სამაშველო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

ავტორი:ხვიჩა მამულაძე