მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში რეაბილიტირებული ქუჩების გამწვანება მიმდინარეობს

ბათუმში რეაბილიტირებული ქუჩების გამწვანება მიმდინარეობს

296
0

დღეს ლერმონტოვის ქუჩაზე 20 ძირი ლიქვიდამბარი დაირგო. გამწვანების სამუშაოები ეტაპობრივად იმ ქუჩებზე ტარდება, რომელთა რეაბილიტაციაც უკვე დასრულდა. ხეების დარგვა ახალი გერმანული ტექნოლოგიით მიმდინარეობს, რომელიც ფესვიდან გამაგრებას და ჭიგოების ჩანაცვლებას გულისხმობს. ქუჩების გამწვანების ღონისძიებებს ბათუმის მერიის ა(ა)იპ გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ახორციელებს.