სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე შპს „ლუკას“ კუთვნილი მაღაზიის ხორცის სექცია 400 ლარით დააჯარიმა და დახურა. სააგენტოს ინსპექტორების მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან მაღაზიის მეპატრონემ მხოლოდ ორი შეასრულა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მაღაზიაში საკვების ეტიკეტირების მოთხოვნებს არ იცავდნენ, არ გააჩნდათ დანების სტერილიზატორი და დამცავი ტანსაცმელი. მაღაზიის მეპატრონეს დარღვევების გამოსასწორებლად ვადა 1 ივნისამდე მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა გასამმაგდება. ობიექტის მეპატრონე თვლის, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ დააჯარიმეს, ამიტომ მას აქტზე ხელი არ მოუწერია.