მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმში 3 ათას 500 ხე და 400 ათასი ყვავილი ირგვება

ბათუმში 3 ათას 500 ხე და 400 ათასი ყვავილი ირგვება

346
0

#ბათუმისმერია #ვზრუნავთბათუმზე ბათუმში სეზონურად მოყვავილე მცენარეების დარგვა გრძელდება. ამჟამად სამუშაოები კაჩინსკების ქუჩაზე მდებარე წრიულზე მიმდინარეობს, სადაც 34 ძირი გართხმული ღვია და ერთწლოვანი ყვავილები დაირგო. წრიულზე დაიგო გეოტექსტილი და გაფორმდა დეკორატიული ქვიშითა და პემზით. გამწვანების სამუშაოები პარალელურად ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მიმდინარეობს. საოცრებათა პარკიდან ახალ ბულვარამდე მონაკვეთში ირგვება ყვავილები, რის შემდეგაც იმნაძისა და მაიაკოვსკის ქუჩების გამწვანება იგეგმება. ქალაქში 400 ათასი ძირი ყვავილი და 3 ათას 500 ხე დაირგვება. სექტემბრიდან ბათუმში გამწვანების სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაიწყება