#ბათუმისმერია #ვზრუნავთბათუმზე ბათუმში სეზონურად მოყვავილე მცენარეების დარგვა გრძელდება. ამჟამად სამუშაოები კაჩინსკების ქუჩაზე მდებარე წრიულზე მიმდინარეობს, სადაც 34 ძირი გართხმული ღვია და ერთწლოვანი ყვავილები დაირგო. წრიულზე დაიგო გეოტექსტილი და გაფორმდა დეკორატიული ქვიშითა და პემზით. გამწვანების სამუშაოები პარალელურად ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მიმდინარეობს. საოცრებათა პარკიდან ახალ ბულვარამდე მონაკვეთში ირგვება ყვავილები, რის შემდეგაც იმნაძისა და მაიაკოვსკის ქუჩების გამწვანება იგეგმება. ქალაქში 400 ათასი ძირი ყვავილი და 3 ათას 500 ხე დაირგვება. სექტემბრიდან ბათუმში გამწვანების სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაიწყება