მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება გამარჯვებულ ქალებს ხელშეკრულება გაუფორმდათ

გამარჯვებულ ქალებს ხელშეკრულება გაუფორმდათ

23
0

შუახევის მერიის, მიზნობრივი პროგრამის, ,,სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეებთან ხელშეკრულებები გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ და გამარჯვებულმა კონკურსანტებმა მოაწერეს. პროექტი წელს მეხუთედ წარმატებით ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი ყოველ წლიურად მზარდია. შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანადაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი 25 000 ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 40 000 ლარია. პროექტში გამარჯვებულმა მონაწილეებმა კონკურსის ოთხი ეტაპი გაიარეს. წარმოდგენილ პროექტებს შესაბამისი კომისია სწავლობდა. ბოლო ეტაპზე 4 გამარჯვებული გამოვლინდა.

პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება, გააქტიურება, ქალების მეტი ჩართულობისა და აქტიურობის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ღონისძიებას, მერის მოადგილეები, რუსუდან შავაძე, გურამ ზოიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ჭაღალიძე, ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში თამილა ფუტკარაძე, შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლები ნინო დიასამიძე და ჯამბულ წულუკიძე ესწრებოდნენ.