ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. გუშინ გამგებელმა ადგილობრივების პრობლემები თანამშრომლებთან ერთად მოისმინა და რამდენიმე ოჯახის საკითხი ადგილზევე დადებითად გადაწყვიტა. მოსახლეობა ძირითადად საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილებას, საბავშვო ბაღში აღსაზრდელთა მიღებას და შეშით მომარაგებას ითხოვს.