სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ,,ერთიანი ნაციონალურიმოძრაობის” წევრზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყეს.
განცხადების მიხედვით, გამოძიება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილი ძალადობის მუხლითაა დაწყებული.
“სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში 2022 წლის 19 დეკემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო დასაპროცესო მოქმედებას სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“. – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს, გიორგი კირთაძესა პირდაპირ ეთერში ჩართვისასთავს დაესხა უცნობი პირი და კვერცხები ესროლა. როგორც კადრებში ჩანს, კვერცხების სროლის შემდეგ კირთაძეს თავდამსხმელი ფიზიკურად დაუპირისპირდა.