მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება გოგი მარღანიას პასუხი PSTV-ის კითხვებზე

გოგი მარღანიას პასუხი PSTV-ის კითხვებზე

923
0

სასტუმრო „არმაზის“ დაწვის ფაქტზე დაკავებული ზაზა (ჯემალ) ართმელაძის ოჯახის წევრებმა გუშინ ქობულეთის გამგეობის წინ შიმშილობა დაიწყეს. ოჯახის ადვოკატის – პაატა შავაძის განცხადებით, ართმელაძეების მოთხოვნას პროკურორ ადილარ წირღვავას გადადგომა და ზაზა ართმელაძის პატიმრობიდან გათავისუფლება წარმოადგენს.  ართმელაძეებს კითხვები ანსამბლ „სიხარულის“ ხელმძღვანელ გოგი მარღანიასთანაც აქვთ, როგორც ოჯახის წევრი ლია ართმელაძე აცხადებს: – ბატონ გოგი მარღანიას ვიღაც გავლენიანი პირი პატრონობს, რომელიც მისი დანაშაულის დაფარვას ცდილობს. ბატონმა გოგიმ პასუხები უნდა გასცეს იმ კითხვებს, რომლებიც გვიჩნდება როგორც ჩვენ, ისე დაღუპული ბავშვების მშობლებს. კერძოდ, როცა ის საუბრობს, რომ ღამის სამის ნახევარზე ბავშვები შეამოწმა და ეძინათ, რატომ არ მივიდა და არ გამოიყვანა ისინი ჩაკეტილი ოთახიდან? ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიცრუეს. როცა ის ამბობს, რომ თითქოს ჩვენი სახლი იყო გაუმართავი, მაშინ რატომ შემოიყვანა მან იქ 54 ადამიანი და საფრთხის ქვეშ დააყენა ამ ხალხის სიცოცხლე? უნდა ითქვას ისიც, რომ ბატონმა მარღანიამ ამ მომსახურებისათვის ჩემს ოჯახს ერთ ადამიანზე ორ ღამეში გადაუხადა 22 ლარი, მაშინ, როცა მას 150 ლარი ჰქონდა აკრებილი თითოეული ბავშვისაგან ანუ მას მინიმუმ 100 ლარი მოგება ჰქონდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მარღანიას აწყობდა ჩვენი მომსახურება და რომ არა ეს ხანძარი, მშვენივრად იხეირებდა. თუ ის მართალია, გამოვიდეს ჩვენს გვერდით და ერთად ვთქვათ, რა მოხდა იმ დღეს.

თემასთან დაკავშირებით რედაქცია რუსთავში ანსამბლ „სიხარულის“ ხელმძღვანელ გოგი მარღანიასაც დაუკავშირდა, რომელმაც ართმელაძეების შიმშილობის აქციის შესახებ ჩენგან შეიტყო, ხოლო არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. (იხილეთ ვიდეო)

https://youtu.be/ndLa50jpAE4