მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება გოროდოკის ტერიტორიაზე წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

გოროდოკის ტერიტორიაზე წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

166
0

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში, ე.წ გოროდოკის ტერიტორიაზე წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში საკანალიზაციო სისტემა გოროდოკის მთელ ტერიტორიაზე გამოიცვლება. ამჟამად მიწისქვეშა სამუშაოები თაბუკაშვილის ქუჩაზე ხორციელდება. გოროდოკის წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. სამუშაოები წინსწრებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 44 ათას 743 ევროს შეადგენს.