ბათუმის მერიამ გოგებაშვილის ქუჩა უკანონოდ განთავსებული უსახური ჯიხურებისგან გაათავისუფლა. ჯიხურების აღებას წინ უძღოდა მოლაპარაკებების პროცესი ჯიხურების მფლობელებსა და გარემოვაჭრეებთან. უსახური კონსტრუქციების სანაცვლოდ, მერიის მხრიდან შეთავაზებული იქნა ახალი ჯიხურები, რომლებიც საკრებულოს მიერ დადგენილ ადგილებზე უნდა განთავსდეს.
დღეის მდგომარეობით, გოგებაშვილის ქუჩიდან აღებულია 60 ჯიხური და ტერიტორია გათავისუფლებულია. შედეგად, ველობილიკებსა და ტროტუარებზე გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი.
უახლოეს პერიოდში მოხდება მერიის მიერ შეთავაზებული ახალი ობიექტების განთავსება.