“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, კოალიციური მთავრობა წარადგინა, მათ შორის 4 მერობის მოადგილეობის კანდიდატი დაასახელა.
თბილისის მერის მოადგილის კანდიდატები:
- მამუკა ხაზარაძე — «ლელო საქართველოსთვის«;
- ზურაბ ჯაფარიძე — «გირჩი — მეტი თავისუფლება«;
- ელენე ხოშტარია — «დროა«;
- ირაკლი აბესაძე — «ერთიანი ნაციონალური მოძრაობა«.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური — სოფო ჯაფარიძე;
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური — მედეა მეტრეველი;
ანტიკორუფციული სამსახური — გიორგი ნონიაშვილი;
შესყიდვების სამსახური — მამუკა აჩბა;
მუნიციპალური ინსპექცია — დიმიტრი ბიძინაშვილი;
იურიდიული სამსახური — გიგა ლემონჯავა;
მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი — დავით ლაგვილავა;
ტრანსპორტის სააგენტო — ვასო ურუშაძე;
თბილისის განვითარების ფონდი — ნიკა ვაჩეიშვილი;
თბილსერვის—ჯგუფი — ბესო გაზდელიანი;
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობისთვის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატი ნიკა მელია და ,,ქართული ოცნების» კანდიდატი, მოქმედი მერი კახა კალაძე დაუპირისპირდებიან. არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება
ავტორი: ხვიჩა მამულაძე

















