მთავარი ინტერვიუ დავით ჩხარტიშვილი: ეპიზოდი IX_ბ)  / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი...

დავით ჩხარტიშვილი: ეპიზოდი IX_ბ)  / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

701
0

 წინა, IX_ა) ეპიზოდში ვისაუბრეთ, თუ რატომაა მემარცხენე ლიბერალიზმი ღვთისმგმობელი და ცრუ წარმოდგენების სისტემა. თუ რა ბნელი ძალები ცდილობენ მის ინდოქტრინიზაციას საქართველოში და თუ რა სპეციფიკური ფორმები მიიღო ჩვენთან ამ გლობალურმა სწავლებამ ისეთ კვაზიფაშისტურ, ლოკალურ იდეოლოგიასთან შეზავების შემდეგ, როგორიც „მიშიზმია“. ასევე, და ესეც შენს სიტყვებზე დაყრდნობით დავით; რომ უნდა მივუდგეთ პრობლემას სისტემურად, – თუ ბაზისის განადგურება გვინდა, ახლის შექმნა და არა მაქიდან წარმოებულ ზედნაშენზე, გრძელვადიან პერსპექტივაში არაფრის მომცემი რეფლექსია და „რესენტიმენტის“ (რედ. „გაბოროტება“) თესვა გზა და გზა. მაგ მდაბიო იდეოლოგიის ისეთ მეორად გამოვლინებებზე უყაირათო დროის ხარჯვა-თქო, როგორიცაა მაგალითისთვის „გაუქმების კულტურა“, “woke_იზმი”,  „იდენტობის პოლიტიკა“ „გენდერული თეორიები“, „კრიტიკული რასობრივი თეორია“, უშუალოდ LGBT-პროპაგანდა და ა. შ.

  • სახეზეა, ე.წ. „კულტურული ომი“, რომლის „ცხელ ფაზაში“ გადაყვანა, ქართული მე-5 კოლონის მეშვეობით სურთ გარკვეულ ძალებს გარედან. საქმე, რეალურ სამოქალაქო ომამდეც კი შეიძლება მივიდეს. ეს, თუ გაუვიდათ და ამის ალბათობა ძალზე დიდია ისეთი ვერაგი პატრონის და საქართველოს ფორმალური პარტნიორის პირობებში, როგორიც შეერთებული შტატებია. ასევე, თავად მმართველი ძალის კვოტით, უამრავ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშნულ ჩანერგილ/პორტირებული მაქციის, თუ ჩვეულებრივი მედროვის ზედოზირების გამო მუნიციპალურ და რეგიონალურ დონეებზე. მოკლედ, ვითარება იმაზე რთულია ვიდრე ეს წარმოუდგენია მავანს უმაღლესი ეშელონებიდან, და აი ამ საგანგაშო სიტუაციის შესაბამისად, ოქროს შუალედს ვერანაირად ვიჭერ მეც; იქით მიმყავს რომ, მაგიტომაც იყო ეს პოსტულატი ესოდენ მძაფრად აქცენტირბული სხვადასხვა ეპიზოდში ჩემს მიერ რომ, –  მეორადთან ბრძოლა უშედეგოა ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში! მით უფრო ასეთ, კრიტიკულ-ზღვრულ, ეგზიასტენციალური გამოწვევებით სავსე ვითარებაში. რაც, მითოს-პოეტური ხასიათის ნაირ-ნაირ ნარატივებში მოლივლივე თამადა-ქართველების ნაწილმა, ვერა და ვერ გაითავისა. სხვათა შორის, აქედან ეს მასობრივ-პროფანული აპელაციები „მასონებსა“, თუ „შუმერებისადმი“ მაღალი ტრიბუნებიდან და ა.შ. თვალწინ, „ასასინთა კორპორაციის“ წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოხლო ბრძოლაში ჩაბმული ბაგა-ბაღელების ეპიკურ-გროტესკური სურათი მიდგას ლამის (იღიმის). მთელი, ამ კომიკურ-მიამიტური უსუსურობის შემხედვარე, გაიცინებდა კიდეც კაცი … (რედ. ცენზურა) ჰმ, ამ რბილად რომ ვთქვა არაკონვენციონალური ენით „დიდ ბიჭებთან“ საუბრის მცდელობაზე-თქო „по понятиям“… მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს „ბეჩობები“ და პროვონციული ფოლკლორი, ზრდის „მიშიზმის“ რეინკანაციის მომხრეების რიცხოვნობას, როგორც არაფერი სხვა ამქვეყნად. სწორედ რომ ამათი პოლიტიკური გაუნათლებლობის, პრიმიტიული კონსპიროლოგიის და ბანალური „შავრაზმელობის“, – ანუ მწყობრი, ღია და სეკულარული მსოფლაღქმის ნაკლებობით გამოწვეული ამინდის გამო, ირთვება „ჩვეულებრივი ფაშიზმის“ მექანიზმები პოლიტიკურად განათლებულ, ვესტერნიზირებულ, პასიონარულ ნაწილში და ეგაა რა, – რაც აღარ მაცინებს ხოლმე, ამ უღრანი უვიცობის და „პიონერების“ ფუსფუსის შემხედვარე. მერედა, წმიდა მამა პაისის არ იყოს, – „ერთ არაკეთისლინდისიერ და უვიც მამაოს ეკლესიისთვის მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე ათასობით ეშმაკს“_ო. ასეა აქაც, ანუ, „ოცნების“ ერთ საეჭვო რეპუტაციის საიმიჯო სახეს, ივანიშვილის ავტორიტეტზე მიტმასნულ პროფშეუსბამო პირს საკვანძო თანამდებობაბაზე, თან კრეტინული კომენტარებითურთ იმ თემების ირგვლივ, რომლის გარტყმაშიც არ არი – უფრო მეტი ზიანი მოაქვს მმართველი გუნდისთვის, ვიდრე მთელ ამ ენჯეო-ჭინკობას, „ნაცებს“ და ერთად აღებულ კოლექტიურ დასავლეთს. სიტყვაზე, ზოგადად ასე იცის, სხვის ნაბრძოლ-ნაშრომზე არსაიდან, მაღალ თანამდებობაზე წამოსკუპებულმა კურტიზანებმა და ვაჭრებმა. ისევ საკადრო პოლიტიკამდე მივდივართ – რამეთუ, სხვა უამრავ ნაკლთან ერთად ელემენტარული ცოდნა არ გააჩნია ამ კონტიგენტს პოლიტიკური მეცნიერების, ენის და მაღალი სოციალური ურთიერთობების ანბანური წესების ცოდნაც, კულტურა ხომ საერთოდ დუქნის მომღერლების დონეზეა მათში და ა.შ. სიტყვაზე, იმ 9 წლიან, შავ-ბნელ პერიოდში ბევრს ტელევიზორიც კი არ ჩაურთავს ამათთაგნ, რომ უბრალოდ გაეგოთ თუ რა ხდებოდა ერსა და ბერში, მიშას სისხლიან რეჟიმთან ბრძოლებში და ტურებივით, პოსტ_ფაქტუმ შეესივნენ სხვის მიერ მოპოვებულ ნადავლს 12_ის შემდგომ პერიოდში. მაგალითად, თუ რისთვის კარგავდა ერის საუკეთესო ნაწილი ქონებას, ჯანმრთელობას, სოციალურ სტატუს და ა.შ. რადგან არ აინტერესებდათ, დახლთან იდგნენ, სამშობლოთი და სხეულით ვაჭრობდნენ. დღეს კი, ზღაპრებს გვიყვებიან პრინციპულ ბრძოლაზე (იცინის), – თვალთმაქცობა და „მოროდიორობა“ ჰქვია ასეთ ქცევის მოდელს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დავსძენ ბარებ ორიოდე სიტყვითაც,  – რომ ამ კუთხით რეგიონაულურ დონეებზე საერთოდ გულისამრევი ვითარებაა. რითიც წარმატებით სარგებლობს ადგილობრივი მემარცხენე ლიბერალური „ტუსოვკა“, მათთან აფილირებული ჟურნალისტული კორპუსითურთ. რომელიც, ფორმალურად „ოცენიბის“ აქტივში კი ირიცხება უხვი საბიუჯეტო დაფინანსების გამო, მაგრამ შინაარსობრივად, მათ საწინააღმდეგო დისკურსის ტირაჟირებითაა დაკავებული. აბა სხვაგვარად როგორ იქნებოდა, როდესაც ყოვლად უავტორიტეტო, უცნობი, არაკომპეტენტური, მეტიც – 12_ის და 16_18-ის ჩათვლითაც კი, „ნაცების“ პლაკატების გამკვრელი და იდეური მხარდამჭერნი, სოროსის მადიდებელი კონტიგენტი – ქვეყნის საგარეო დივერსიფიკაციის და ტრადიცონალიზმ-კონსერვატიზმის მომხრეებათ გვევლინება დღეს უტიფრად. მაქსიმალურად რბილად რომ ვთქვა, – ესენი, ნეოლიბერალებს ფორმალურ ოპონირებასაც კი, კნავილით უწევენ და ამათმა რა უნდა უნდა ჰქნან იმ ტურბულენტურ ზონაში და გაათმაგებული წნეხის პირობებში, რომელშიც შევდივართ … კი ბატონო, ძალზე დიდი არის ჯერ კიდევ ივანიშვილის ნდობა, – თავის დროზე მან ისეთი „ფრიკი“, როგორიც მურმან დუმბაძეა, ისიც კი „აკაცა“ აჭარაში, მაგრამ უკიდეგანო ნამდვილად აღარაა, რომ კიდევ ამდენი არარაობა „აკაცოს“.
  • აბა, თავის გუშინდელ შეფობას, ან თანამოაზრეებს, შინაარსობრივად როგორ დაუპირისპირდებიან მედგრად, ხომ წამოაძახებენ – „შენ არ იყავიო, ჩემს პლაკატებს რომ აკრავდი მიშას დროს_ო? ანდა, სოროს რომ ადიდებდიო“? მერედა, სულ ახლახანს ხომ ერთად აფრიალებდნენ უკრაინულ დროშებს და ერთი ტექსტებით გვესაუბრებოდნენ ნატოს, ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე პათოლოგიური რუსოფობიის ჭრილში და ა.შ. ოქსიუმორონია, აბა რა არის სხვა ეს ვითარება? ანდა ჩვეული ყოფითი თვალთმაქცობა უფროა. ანუ გეთანხმები-თქო, რომ ადგილეგბზე, ამ ფალსიფიკაცია-სიმულაკრების რაოდენობა და არსი უფრო თვალშისაცემია, რადგან ყველა ერთმანეთს ვიცნობთ ბათუმ-აჭარაში. კარგად ვიცით ერთმანეთის წარსული, სოც_ქსელებშიც კარგად ჩანს ვინ-ვინაა სინამდვილეში და რა სულის სამეგობრო ჰყავთ თუნდაც, ვის ასაქმებენ და რა პრინციპით, რა „მიმებს“ ტირაჟირებენ და ა.შ. გასაგებია ისიც რომ, ამ გარემოებების ერთობლიობა ჩვენს სამშობლოს მორიგი სიბნელის და ნგრევის პერიოდს უქადის, რომელიც შესაძლოა სწორედ რომ რეგიონებიდან დაიწყოს ამ მიმიკრიის, უუნარობის შემხედვარე, და ასეთი მიშვებული მდგომარეობის გამო ზოგადად საკადრო პოლიტიკაში. ასე რომ, კი გვეღიმება ახლა რაღაც-რაღაცეებზე, მაგრამ სახუმაროდ ნამდვილად აღარაა საქმე, მით უფრო მომდგარია აღჩევნები, არა?
  • Увы, თუ გაგეღიმება, „ну только если смех сквозь слезы“_ო. მეტი სინათლისთვის კი, გავაგრძელებდი შემდეგი ალუზიით; გონ_გაცვეთილ, პრიტონის დარ ქართულ მედია_პოლიტიკურ ველზე აპროპირებულ გზას რომ დავდგომოდით ჩვენ, მედუზა გორგონაზე მითს დაემსგავსებოდა ეს სტატიების ციკლიც. იქნებ, აღქმისთვის მეტადრე ადვილი და მისაღები დარჩენილიყო კიდეც, – „fast food“_ზე & კომიქსებზე აღზრდილ მასობრივი მკითხველისთვის, თუმცაღა ისეთივე უშედეგო და არაფრის მთქმელი იქნებოდა, როგორც აშშ-ს მიერ დაშვებულ დისკურსის ფარგლებში, მეორეხარისხოვან და ტექნიკურ საკითხებზე, ქართველ პოლიტიკოს-ჟურნალისტების კინკლაობა და ბაქიბუქობა. მოკლედ, ახსნის პლატონისეულ ტექნოლოგიას რომ მივუბრუნდე, – მათსავით ჩრდილების ავ-კარგიანობის გარჩევით შემოვიფარგლებოდით-თქო მე და შენ, – „გამოქვაბულიდან გამოსვლის“ და რეალურ სამყაროსა და გამოწვევებზე ჯანსაღი რეფლექსიის ნაცვლად. აბა, წარმოიდგინოს პატივცემულმა მკითხველმა, რომ პერსევსეც მეორადზე დაყაბულებულიყო და გორგონაზე თავის მოჭრის ნაცვლად, მედუზას ქალაზე ამოსული გველები ეჭრა რიგრიგობით. ჯერ ერთი, უშედეგო იქნებოდა მისი ბრძოლა, თან ღმერთებისთვის ღიმილის მომგვრელი და მეორე, მისთვისაც ფატალურად დასრულდებოდა არა?! ჰოდა, საით მიმყავს და, ამას ჰგავს-მეთქი, მთელი ეს ახლანდელი გალაშქრება LGBT-პროპაგანდის წინააღმდეგ, თუ ბოლო-ბოლო არ მიადგნენ იმ წყაროს, საიდანაც მთელი ეს ნაგავი გადმოიღვრება „by default“ და პერმანენტულად.
  • ანუ უშუალოდ თეთრი სახლის ახლანდელ ადმინიასტრაციას?
  • რა თქმა უნდა, და ამიტომ, ჩვენ სხვა, მეტადრე რთული გზით უნდა გვევლო და ვიაროთ კიდეც (იცინის) ყოველგვარი ეგზალტაციის გარეშე. ერთი ძვ. ჩინური გამოთქმის არ იყოს “ღეროს ვჭრიდით და არა ტოტებს“, ამათსავით-თქო. თუნდაც იმიტომ, რომ  ნაფცქვენებს და ტაქტიკურ-ელექტორალურ ფაციფუცს ზედნაშენის გარშემო არ შეეშალა ხელი მთავარის აღქმაში. ასევე, იმაზეც ვისაუბრეთ ერთ-ერთ წინა ეპიზოდში, რომ მხოლოდ აშშ-ში როდია პრობლემა და ამ საქმეს ქართული ყბედობა, თუ სადღეგრძელოები სულაც არ უხდება, და რომ მონსტრებს ცივი გონით, შესაბამისად მომზადებული კადრებით, და არა ასე, ჩვეულ ეროვნულ-ჯიგიტური ჰარი_ჰარალეობით ამარცხებენ. არავის საწყენად ვამბობ, მაგრამ ფასეულობების მართებულ იერარქიას ესაჭიროება შესაბამისი ელიტა, რომელიც უბრალოდ არ გვყავს იმ დოზით, რა დოზითაცაა საჭირო საზოგადოების ძირეული ტრანსფორმაციისთვის და სრულფასოვანი „სუვერენული დემოკრატიის“ დასამყარებლად. ანდა, თუ გვყავს ისევ და ისევ შტატების გამოისობით და აქაური „deep state“_ის მეშვეობით, ისინი განდევნილი არიან მეინსტრიმული პოლიტ-მედია სივრციდან. ერთეულები არის რა თქმა უნდა, ციმციმებენ კიდეც მედიაში და აშკარად ივანიშვილის ფარული პატრონაჟის ქვეშ იმყოფებიან, მაგრამ ამინდს ვერ ჰქმნიან. არადა, ასე თუ გაგრძელდა განწირულნი ვართ შეცდომების განმოერებაზე, თუ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა-მეთქი. თუგინდ, ისევ ივანიშვილის მხრიდან, რადგან სხვა სერიოზული „ანტიმიშისტური“, თან ესოდენ მძიმე რესურსიანი „დრაივერი“ ჯერ-ჯერბით არ ჩანს ფიზიკურად. მეტსაც გეტყვი, – რადგან უკვე აშკარაა, რომ ჩვენნაირი უიდეო, დესაკრალიზირებული სახელმწიფო, მაღალ თაბამდებობებზე შემთხვევით მოხვედრილი ტექნოკრათებითურთ, უბრალოდ ვერ განვითარდება და ზოგადად, – რომ „ცეხავიკებიდან“, დუქნის მომღერლებიდან და სელიბრიტი-სპორტსმენებისგან შემდგარი კვაზი_ელიტა ნონსენსია. ეს, რა თქმა უნდა თუ სახელმწიფოს და არა ბოშათა დარი ბანაკის, ბაზრის ანდა „კომუნალური დერეფნის“ შენება გვსურს. თუგინდ იმის გამოც, რომ მათ შემხედვარე, მომავალი თაობის ორიენტაცია „მომხმარებლობა“, მიცემ-აღება, ტინგიცობა და ჰედონიზმია – მარადიული ხასიათის საზრისებს მოკლებული მდგომარეობები. აი, მხოლოდ ამის გათვალისწინებით თუ იქცევა მიმდინარე მორცხვი დეკოლონიზაცია-დივერსიფიკაციის პროცესი თამამ ისტორიულ და პოზიტიურ მოვლენად. არადა, ისევ მოვტყუვდებით, ანუ ახალ მენტალურ უღელში გავყოფთ თავს და აქ არ მაქვს მხედველობაში, მხოლოდ რომელიმე სახელმწიფოს გავლენების მოძლიერება და ა.შ. ეს ეხება სხვადასხვა კვაზიიდეოლოგიების და უსინდისო პოპულისტების ზემოქმედების ქვეშ მორიგ მოქცევასაც, უშუალოდ ლოკალურ-ქართული მასშტაბით გენერირებულ „რასკლადებს“. სხვათა შორის, რაც არანაკლებ საზიანოა საქართველოსთვის, ვიდრე აშშ-ს კოლონიად ყოფნა და შეუძლებელია ივანიშვილი ამას ვერ ხედავდეს დღეის გადმოსახედიდან …
  • გასაგებია, და ამ კონცეპტის უტყუარობის დასტური, თუნდაც მთელი კაცობრიობის ისტორიაა, ჩვენს უღიმღამო 30-ათ წლიან უახლეს წარსულს რომ გავანებოთ თავი; ახლა კი, და მანამ დაანონსებული საკითხის უშუალო განხილვაზე გადავიდოდეთ, იქნებ რამოდენიმე წინადადებით გეთქვა ისიც, თუ რა არის სინამდვილეში ევრო-ატლანტიკური ცივილიზაცია შენეული გაგებით. რადგან, – ბოლო დროს იმდენი ინტერპრეტაცია მოვისმინე ამ ცნების, რომ ვერანაირად ვაიგივებ მათ განმარტებებს, ჩემს წარმოდგენაში არსებულ ევროპის სურათ-ხატთან. ცოტა არ იყოს დავიბენი-თქო, ამდენი ვერსიისგან.
  • მესმის, რატომაც სხვამ საკითხს ამ ფორმით; საქართველოში ხომ ყველას საკუთარი ევროპა გააჩნია, თავ-თავიანთ წარმოსახვებში არსებული ევროპული კულტურის, ისტორიის და მოწყობის მოდელებითურთ და რეალობებით. მაგალითად, და როგორც შენვე მართებულად აღნიშნე კიდეც წინა ეპიზოდში, – ზოგისთვის ის ჰედონიზმის წყაროა, ზოგი მასში ბერძნულ-რომაულ იდეალებს ჰპოულობს, ზოგნიც წესრიგს ხედავს, მავანი ნეოლიბერალიზმის დაუბრკოლებლად გავრცელების გარანტორს, ზოგს კი პათოლოგიურად ეჯავრება ის, და ა.შ. ანუ, მასობრივ ცნობიერებიაში იდება ისეთი „ევროპების“ სურათი-მეთქი, რომელიც პასუხისმგებლიანი, რთულად მოაზროვნე და ცენზიანი მოქალაქისთვის როდია ნორმალური და მისაღები. არადა, ასეთი დეტალიზაციის გარეშე, ვერც გავუგებთ აქ არსებული „რეალობების“ სემანტიკას და ეტიმოლოგიას. ანუ, თუ იქაურ მეტა_ნარატივების ჭრილში და იდეური ჯურღმულების გაკაფვით არ განვიხილავთ პროცესს-მეთქი, ისევ და ისევ პლატონისეული „ჩრდილების“ განხილვითა და დევნით დავკავდებით. მაქსიმუმ კი, რასაც შევძლებთ ასეთ შემთხვევაში, – ადგილობრივი მარიონეტების, გადაღებილი ჯამბაზების და აღზევებული ლექის გარეგნული მახასითებლების აღწერით შემოვიფარგლებით. რაც ჩემთვის ნაკლებად საინტერსეოა და ვგონებ მკითხველსაც ყელში აქვს, ამ ჩვენი მეინსტრიმული ტელევიზიების და „მოლაპარაკე თავების“ გადამკიდე …
  • ჰოდა, ესოდენ დამაინტრიგებელი პრელუდიის შემდეგ მემარცხენე ლიბერალიზმის ნებსითი და უნებლიე ლოკალური პროვაიდერების შესახებ, პირდაპირ ამ ჩვენს საბაზისო ფასეულობებთან მებრძოლი კლასტერის მთავარ და ღვაწლმოსილ გურუს შემოქმედებას, ჯო ბაიდენის სიტყვებს რომ შეაფასებდე არ იქნებოდა მაშინ ურიგო; მან მეტადრე ტრენდული რამ განაცხადა მთელი ევრო-ატლანტიკური სივრცისთვის, რომელშიც საქართველო კონსტიტუციის მიხედვით მიისწრაფის. მეტიც, 70 % კადრების სახელმწიფოწარმოქნელ სტრუქტურებში და მით უფრო საზოგადოებრივ ტელევიზიებში მაგ დოქტრინისადმი ერთგულების ნიშნით იყო შერჩეული და პირიქით, ნებისმიერი ვინც არ ეთანხმებოდა ევრო-ატლანტიკურ კურსს და შესაბამისად მემარცხენე ლიბერალიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა, ან საკმარის ერთგულებას არ ამჟღავნებდა საჯაროდ, განდევნილ იქნა მაქიდან. ბედის ირონიაა, დღეს რომ სწორედ ამ მედროევ მაქციებს გვტენის გარკვეული წრეები ანტილიბერალური დისკურსის გამტარებლებად, ანდა სულაც ისეთი სიმულაკრი კონსერვატორის, როგორიც ზვიად ძიძიგური იყო, მის ფინაჩ და რუსოფობ სამეგობროს სთავაზობს მოსახლეობას ტრადიციონალისტური ნიშის ამოსავსებად. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, – ბაიდენმა თქვა რომ ტრანსგენდერი ამერიკელები ჩვენი ერის სულს აყალიბებენ“_ო. რაზეც, ბათუმელებისთვის, ისეთმა პატივსაცემმა პიროვნებამ როგორიც აკაკი სვანიძეა, სოც_ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით გამოეხმაურა – „მე პირადად ევროკავშირთან ინტეგრაციის წინააღმდეგი ვარ! მისიფასეულობებიჩემთვის აბსოლუტურად მიუღებლია. ის წინააღმდგობაში მოდის ჩემს გენეტიკურ მეხსიერებასთან. ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებით, ის პრაქტიკულად ლეგალურს ხდის სოდომის ცოდვას, კრძალავს ნათლისღების უდიდეს საიდუმლოს და აკანონებს ღვთის გმობას! ჩვენ უკვე მივადექით იმ გასაყარს სადაც არჩევანი უნდა გაკეთდეს, – ან უნდა ვიყოთ ღმერთთან და საკუთარ თავთან მართალნი, ანდა ყველანი ვხდებით ამ ცოდვის მონაწილენი!“_ო. სიტყვაზე, კახი კალაძემაც არ დააყოვნა და შეუერთდა საერთო ტრადიციონალისტურ ფერხულს. კერძოდ, „ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად მან აღნიშნა რომ, – ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, შოპინგი, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის პირადად და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ჩვენთვის, ევროპა ეს არის ღირებულებები და სწორედ ამ ღირებულებებით გვინდა ვიცხოვროთ“_ო. ჰოდა, აქედან გამომდინარე, ვგონებ იბადება ლოგიკური კითხვაც, თუ რა არის ბოლო-ბოლო ეს ყბადაღებული ევროპული ღირებულებები და ვის მხარესაა ამ შემთხვევაში სიმართლე.
  • მაშინ, შევახსენებ ახლად შემოერთებულ მკითხველს, რაც ავღნიშნე წინა ნაწილში; ეს, ის ევროპა მართლაც აღარაა, რომელიც ხიბლავდა თუნდაც ბათუმელ აკაკი სვანიძეს ახალგაზრდობაში, და რომ განვაზოგადოთ, – მაშინდელ უღმერთო ფორმალიზმში გამომწყვდეული ქართველების უმრავლესობასაც. მაგალითად, დღეს რომ რომელიმე მეინსტრიმულმა ევროპელმა პოლიტიკოსმა გაიმეოროს გერმანიის პირველი პრეზიდენტის თეოდორ ჰოისის გზავნილი რომ, ევროპა ეყრდნობა სამ ბორცვს. კერძოდ კი, რომ ის დგას აკროპოლისზე, რომელმაც მას თავისუფლების, ფილოსოფიისა და დემოკრატიის ღირებულებები მისცა. კაპიტოლიუმზე, რომლის წყალობით რომაული კანონი და სოციალური სტრუქტურა გაუჩნდა_ო და გოლგოთაზე, ანუ ქრისტიანობაზე. მას უკეთეს შემთხვევაში დასცინებენ, უარეს შემთხვევაში კი რელიგიური ექსტრემიზმის ბრალდებით დევნას დაუწყებენ. ჰმ, ანდა რომელიმე ექსტრემისტული პარტიის წევრად, მაგალითად რადიკალ-პოპულისტად მონათლავენ საუკეთესო შემთხვევაში. რუსეთუმეობას და პუტინის აგენტობასაც შეტენიდნენ (იცინის), – აქაური მარაზმი და ეს კრეტინული მანტრები ტინგიცა, უტვინო ქართველი ჟურნალისტების მხრიდან, ისევე როგორც ე.წ. პროგრესისიტი ევრო-ატლანტიკოსების „დაშეიმინგებები“ და „ხეიტერობა“, ხომ იქაური განწყობების სარკისებრი პროექციაა სინამდვილეში. მოკლედ, იმის თქმას ვცდილობ რომ, – შთამომავლობისგან განსხვავებით ევროკავშირის დამფუძნებელი მამები მართლაც რომ ღრმად ეთიკური და მორწმუნე ადამიანები იყვნენ, რაც ესოდენ ხიბლავდა მაშინდელ ღვთისმგმობელ წყობაში მცხოვრებ, ტრადიცონალისტ-კონსერვატორ ქართველს…

(გაგრძელება იქნება) / ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე