მთავარი ინტერვიუ დავით ჩხარტიშვილი: XI_ ე), ეპილოგი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს...

დავით ჩხარტიშვილი: XI_ ე), ეპილოგი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

3
0
  • დავით ბატონო, მივუახლოვდით დამასრულებელ ნაწილსაც, არადა კითხვები ჯერ კიდევ უფრო მეტია ვიდრე პასუხი. ერთადერთი კი, რაც ციკლის შემაჯამებელ ეტაპზე ნათლად გამოიკვეთა, – არის ის რომ, გარშემო გაბატონებული ფიზიკალიზმი, უბირობა და ქაოსი დავგმეთ. ამგვარად, ციკლის კრისტალიზაცია კი მოხერხდა და შესაბამისი ფაბულა გამოიკვეთა კიდევაც, მაგრამ მკითხველზე შეპირებული მკაფიო ალტერნატივა, ანდა მანიფესტად გაფომებული გზამკვლევი ვერა და ვერ დადე! ანუ, არსებული პარადიგმის პუნქტობრივ გადააზრებამდე ვერ მივედით-თქო და მოცემული სიტყვის მიუხედავად, ქართული სახელმწიფოსთვის ოპტიმალური ფორმაციის ძიებაში ვართ ისევ, ხომ?
  • კი, გამოდის რომ მასეა და „ადამიანური, მეტისმეტად ადამიანური“ მომენტია ეს ჯემალ; ეტყობა დავფიქრდი ამასობაში და არცაა ვგონებ-თქო საჭირო ატომარულ დონემდე ჩაშლა და ხელახალი რეკონსტრუქცია, ამ ჩვენი ნახევრად ამოყვანილი ფუნდამენტისა და იქნებ მაგიტომაც-ა?! სწორადგამიგე,  სრულყოფილი სახელმწიფოს იდეით შეპყრობილი არ ვარ, რადგან გარდაუალი გვერდითი ეფექტიც ნათლად მაქვს წარმოდგენილი და კი ვხუმრობ ახლა ნაწილობრივ, მაგრამ რას იტყოდი, – პროექტის აი ასეთ, ნახევრად_ფაბრიკატის მდგომარეობაში დატოვებაზე?
  • ნუ, ჯერ ერთი ვიტყოდი რომ, ამ სვლის ლოგიკა გასაგები იქნებოდა ჩემთვის: რადგან, რაგინდ სრულყოფილ სისტემაში მოათავსო სოციუმი, და მაღალ_პროფესიული მოდელირებით დაკავდე, შთამაგონებელი ტონით მოძღვრო ქართულ მითოპოეტიკაში ჩაძირული მკითხველი, ან შესაბამისი ტექნოლოგიებით შეიარაღებული საჭირო იდეები უნერგო რეციპინტებს, – გამოწვევები და სინამდვილე ხომ ბევრად რთული და არაპროგნოზირებადი იქნება მაინც. მეორე და მთავარი, რაც უშუალოდ ჩემს პოზიციას შეეხება ამ შენს გამოხტომაზე; ვამჩნევ გინდა შემაპარო რაღაც დამრიგებლობით-ინოვაციური, შენი ამბავი რომ ვიცი და რაც არაერთხელ გიქნია მსგავსი ინტერლუდიების შემდეგ, – ჯანდაბას აგყვები! არადა რომ დაფიქრდე კაცი, – იქნებ მართლაც სჯობს შეეშვა სოციალურ-პოლიტიკური მიზეზების ძიებას და მხოლოდ ონტოლოგიურ სიმართლეს ჩახედო თვალებში, ა? თავს არ დავდებ ამ ჩვენს კონკრეტულ წამოწყებაზე, თუმცა პირადი გამოცდილებიდან ვიცი რომ, ხშირად თამამი ჩანაფიქრი და რამოდენიმე კარგი ესკიზი საკამრისია ხოლმე მასებზე შეთავაზების თვალსაზრისით. დანარჩენს კი დაინტერესებული და გონიერი ადამიანები, ანდა სულაც პასუხისმგებლიანი მთავრობა დააშენებს გამოწვევებიდან გამომდინარე …
  • ჰმ, და გარდა ამ ნიუანსისა ჯემალ, ისიც ხომ აშკარაა რომ უჩვენოდაც გარდაუალია ეს ამბავი! რადგან, როდესაც სისტემა ჩიხში ექცევა და მოქცეულია „факт“, ხალხი ალტერნატივის ძიებას იწყებს დამოუკიდებლად და ნახულობენ მას რაღაც უფრო ფუნდამენტალურში და შემოწმებულში ვიდრე გაწერილი კონცეფციებია, ხომ? ანუ, კონცეფციებს არგებენ და არა კონცეფციებს ერგებიან-თქო და ა.შ. მერედა, საბოლოო დასრულებაში, დოქტრინის დონეზე გაფორმებაში და კანონიკის დონეზე აყვანაში ასე ვთქვათ, – არის რაღაც ფეტიშისტული ვგონებ. ზედმეტად დამოკიდებული საზოგადოებრივ აზრსა და ავტორის პატივმოყვარეობაზეც. მაგალითისთვის, გაიხსენე თუნდაც წმიდა ავგუსტინეს დანაბარები, რომ „უფალს არ ესაჭიროება ადამიანური ენა, ჭეშმარიტება ბევრად მაღლა დგას ნებისმიერ ვერბალიზაციაზე“_ო! ასე რომ, „ჩიჩიაც გინდათ და ბაბაცო“ გამოგვდის და მასე არ გამოვა ვგონებ-თქო, რომ დავფიქრდი და …
  • ვატყობ დავით, სულ უფრო მკვიდრდები აზრში, რომ ფუჭია სისტემატიზაციის მცდელობა და რაიმე კონცეპტუალურად ახლის გამოტანა სამსჯავროზე და ა.შ. რადგან საბოლოო სიტყვა უფალს ეკუთვნის მაინც_ო, და ის კი როგორმე უჩვენოთ იზრუნებს თავისი ნების გატარებაზე და ისიც მხოლოდ მისთვის ნაცნობი და ენით აღუწერელი გზებით, ხომ? არ_ვიცი მეგობარო რა გითხრა, – თუმცა ეს შენი გადასაწყვეტია და მე მოგყვები ნებისმიერი მიმართულებით! ახლა კი ცოტას დავეშვები, ისევ მოდერატორის მოკრძალებული უფლებით ვისარგებლებ და შეგახსენებ ყოველი შემთხვევისთვის თუ გადაიფიქრე და აგრძელებ ციკლს, – რომ შეგაჩერებინე თხრობა ისეთ ტეხილზე ევროპის ისტორიაში, როგორიცაა XVI-XVII საუკუნეების რელიგიური ომები და იქნებ დაგეწყო პირდაპირ მაქიდან-ა?
  • ჯემალ, არ იქნებოდა ეს პრობლემა, მანამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სათქმელი რომ არ მქონოდა შენთვის; მართალი ხარ იმაში, რომ რაგინდ სრულყოფილ სისტემაში მოათავსო სოციუმი თეორიულ ნაწილში, პრაქტიკაზე იდეალურიდან შორს მდგარი ფორმაციები, ან სულაც ანტიუტოპია გამოდის ბოლოში. და ემართება კი მასე იმათ, ვინც მიამიტურად ცდილობს მოვლენების ახსნას პოზიტივისტურად, მხოლოდ რაციონალური, წრფივი აზროვნების პოზიციიდან იმ დროს, როდესაც რეალობა აბსურდულია როგორც მინიმუმ. არ ამიღელდე ახლა რადგან გაგაკრიტიკე, რომ იცი ხოლმე. რადგან განვმარტავ და მიხვდები თუ საით მიმყავს და რისთვის იყო ეს საჭირო; ერთი ცნობილი დაოსური იგავია, რომელსაც „ხარის დაჭრა“ ჰქვია და ხსნის მარტივად იმას, თუ რისი თქმა მინდოდა მაგ ხუმრობა ნარევი პასაჟით და რამაც ცოტაოდენ დამაეჭვა აღებულ გეზში ზოგადად. მასში, საუბარი მიდის უნარზე, რომელიც დაფუძნებულია საგნების შინაგანი არსის გაგებაზე და არა უხეშ ძალაზე. მაგალითად, – ხარის დაკვლისას მზარეული დანას მანდ არ ლესავს, რადგან ის მიჰყვება ე.წ. „უ-ვეის“ პრინციპს და დანის პირს სახსარ-ძვლებს შორის ატარებს, ანუ ცხოველის ბუნებრივი სტრუქტურის შესაბამისად მოქმედებს და არა ჩვენსავით. აი ეს ნიუანსი კი, ახლა სოციალური ინჟინერიის ენაზე რომ თარგმნო, ნიშნავს შემდეგს, – საუკეთესო წესრიგი ის არის, რომელიც ზემოდან კი არაა დაწესებული, არამედ თითოეული ინდივიდის ბუნებრივი მიდრეკილებებიდან გამომდინარეობს. ანუ, უდგება საკითხს არა ისე-თქო, როგორც ჩვენ აქამდე და აყოლილნი დიდი ევროპელი მასწავლებლებლების მეთოდიკებს …  
  • მაიცა დავით, ეგ კი არის გასაგები და გეთანხმები რომ მასეცაა, როდესაც ესოდენ მრავაწახნაგოვანი, უამრავი შრისგან შემდგარი რეალობის „პროკრუსტეს სარეცელში“ მოთავსებას მოინდომებს ცალკეული ადამიანი. პლატონი, ლუთერი, მარქსი, ფროიდი, პოპერი და ა.შ., ვინ არ იყო რიგრიგობით, ამა თუ იმ ეპოქის გურუ და ახალ-ახალი ბილიკების გამკაფველი, რომლებმაც მხოლოდ მორიგ ჩიხამდე მიიყვანა დოგმატიკოსი მიმდევრები …
  • კი ბატონო და მეტიც, საბოლო ჯამში ყველა ეს მათი „იზმი“ სიმახინჯეებში ტრანსფორმირდა და თან ისეთ ანტიუტოპიებში გადაიზრდებოდა, რომ ცოცხლად თუ შეესწრებოდნენ, თავადვე ახდენდნენ დისტანცირებას მიმდევრებისგან.
  • ნუ, როგორც მარქსი მაგალითად და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეპლიკა მაშინ ამ კონკრეტული საკითხის ამოსაწურად-რა! კი ავღნიშნე ზემორე დოგმატიკური მიდგომის ბნელ როლზე ისტორიის დინამიკაზე, მაგრამ უტილისტური ხასიათი ვერ მივეცი მაგ განყენებულ მოსაზრებას, რადგან შემაწყვეტინე. ახლა კი, შორს რომ არ ვიარო, პროფესორ ემზარ კახიძის მიერ, ამას წინათ სოცქსელში გამოქვეყნებული აზრით ავხსნი რაც მაწუხებს ამ კუთხით და შესაბამისად, საით მინდა რომ წარმართო მსჯელობა. პოსტში ის შემდეგს წერდა, – “ესაა ისტორიის დინამიური გაგება, ჩვენთან კიდევ სტატიკაა, ამიტომ ვართ ჩამხრჩვალი ქსენოფობიაში და არ ვართ იმპერია, როგორც რუსი, თურქი ან ირანელი. თუმცა, იმხელა გამოცდილება დავაგროვეთ ამ იმპერიებთან ურთიერთობის რომ შეგვიძლია ტრანზაქციური როლის შესრულება და ევრაზიის ხაბად გადაქცევა – ამისთვის 3 პირობაა დასავლეთმადიდებლობის განეიტრალება-გაკოტრება; უიდეო “კონსერვატორების” ძალაუფლებიდან ჩამოშორება და ახალი, კრეატიული კლასის შექმნა და აქ ვიჭედებით…”. და აქ უნდა დავაზუსტო მკითხველისთვის მაინც, რომ იმპერიას ის როგორც მაღალი კლასის სახელმწიფოს მეტაფორას იშველიებს და არა უკიდეგანო ტერიტორიებზე გადაჭიმულ ქვეყანას გულისხმობს. დავით, იმის თქმა მინდა – რომ ფონური ზვიადიზმის კულტივირებით აფხაზის და ოსის დაბრუნებას როგორ აპირებენ ესენი, ან რუსთან დალაგებაზე რომ აღარფერი ვთქვა კიდევ და ა.შ. მოკლედ, – დაგეგმარების ჰორიზონტი, კვირაში გაჭიმული ტაშ-ფანდური აქვს ამ ჩვენს ისტებლიშმენტს და არც სერიოზული ფიქრი არსებული პარადიგმის გადააზრებაზე და თამადობა რომ შველოდეს კიდევ რატომღაც საქმეს. მაგრამ, ახლა ვუსწრებ მოვლენებს და მომიტევოს აუდიტორიამ, რომ ვერ შევიკავე ემოცია …
  • ნამვილად გაუსწარი ჯემალ, რადგან მაგ ყველაფერზე რეზიუმეში ლაპარაკს ვაპირებდი; თუმცაღა, რადგან წამოიწყე დავძენღა იგავით და დანარჩენი დამასრულებელ ნაწილში იყოს! ასე და ამგვარად, – ქათამმა კი იჩალიჩა ქართულ-ჯიგრულ პონტში და დაინიშნა იხვის ადგილზე. არ დაიბნა – აუღო ალღო. ანუ, ჩაიცვა როგორც იხვმა, იარა იხვების ღონისძიებებზე, სადაც იყიყინა იხვივით და ა.შ. მაგრამ როდესაც იხვისებრი ცოდნის გამომჟღარვნების მომენტი დადგა, იმოქმედა ქათმის მსოფლაღქმა-უნარებიდან გამომდინარე და თანდაყოლილი რეფლექსიით ამოცნობილმა, ბულიონში ამოყო თავი. მორალი ვგონებ არ უნდა იყოს გაუგებარი და თუ არა, დაპირებისამებრ მომდევნო შემაჯამებელ ნაწილში ავუხსნი სახელ-გვარების მოშველიებით (იღიმის). ახლა კი პროფესორ კახიძის პოსტით წამოჭრილ საკითხს მივხედავ შენი საყვარელი პოზიტივისტური სტილით. და დიახაც, ეს პრობლემაა, – რადგან აიჩემებენ მასე რამეს და სინკრეტიკის როლი მყისვე ავიწყდებათ, სტატიკაში იჭედებიან დაუყოვნებლლივ-რა, ადვილია ერთ ან ორ, მაქსიმუმ სამ განზომილებაში დანახვა და მაგიტომაც. ამ ყველაფრის შემხედვარე კი, უღიმღამოდ წარმოჩნდება წრებუნვა და დამთრგუნველია ის მკითხველისთვისაც. აი, თუ ყოფას მხოლოდ ბიოლოგიური ბუნების პრიზმაში განვიხილავთ და ისტორიას კი პოზიტივისტურ ჭრილში. არცაა ეს, როგორც ხედავ გამართებული და ალბათ აქედან, ეს შენი ნიჰილიზმიც შიგადაშიგ, რომელიც მეც გადამედო ნელ-ნელა და აისახა რამოდენიმე წინა ეპიზოდზეც, ნაწილობრივ წინარე ტექსტზეც (იცინის). მერე კი შემოვუძახებ თავს და ვიხსენებ, რომ ამასთანავე ყოფიერება მრავალგანზომილებიანი, პლასტიური და პერსპექტიულიცაა ყველა მიმართულებით, – ლიტერატურა, პოეზია, რელიგია, მეცნიერება, მუსიკა და ა.შ., ურთიერთკავშირში არის როგორც ბიოლოგიურთან, ასევე ადამიანის სხვა ჰიპოსტასებთან. და აკი  გითხარი კიდეც XI_ეპიზოდის ბ_ნაწილში, რომ ადამიანი სამსახოვანია და ბევრად რთული ქმნილებაა ვიდრე ფიზიკალისტებს და ეტყობა მათ შორის შენაც წარმოგიდგენია. არ გახსოვს და გავიმეორებ მაშინ, – რადგან პოზიციიდან გამომდიბარე გამჩნევ, ეტყობა ვერ გაიგე კარგად რომ, თუ ერთი მისი ბუნება ბიოლოგიურია, მეორე სოციალურია და საზრისების დამკვიდრებელი! მთავარი კი, უნივერსალური და მესამე, ჩემთვის ყველაზე საინტერესო და მატერიალურზე ნაკლებად გავლენიანი – ადამიანის ღვთაებრივი ბუნებაა! სწორედ ეს უკანასკნელია ის ჰიპოსტასი, რომელსაც გამოვყავართ იქიდან, რაშიც ბიოლოგიური, თუ სოციალური ნაწილები ამოგვაყოფინებს ხოლმე თავს ისტორიის და ცალკეული ადამინური ცხოვრების მანძილზე. და თუ არ ჩანს ეს შედეგი მყისვე, საუკუნეების შემდეგ ამოჰყობს თავს ურთიერთზემოქმედების ეს მექანიზმები მაინც, ანდა ასაკში რომ შევა კაცი და რომლებსაც თან, – პოზიტივისტური მეთოდებით ვერ აღმოაჩენ ჯემალ!
  • მდაა, „ადამიანი, ფრთხილი ნაბიჯებით მიუყვება დაჭიმულ თოკს, წონასწორობას ებღაუჭება და ხელში ბოძი უჭირავს_ო. რომლის ერთ მხარეს ცნობიერება, ინტელექტი და სულია. მეორე მხარეს კი ინსტინქტები და ყველაფერი ის, რაც ქვეცნობიერი და გაუგებარია მასში, – წერდა ოლდოს ჰაქსლი „კონტრაპუუნქტში“_ო. ჰმ, და იმდენად დიდი მოცულობის ინფორმაციის გადამუშავება-ანალიზს ითხოვ ახლა შენ სრული სურათის დასადებად, რომ შეუძლებლად მიმაჩნია ამის ჩვენი ძალებით განხორცილება და იქით ხომ არ მიგყავს, რომ მართლაც შევწყვიტოთ ეს ჩვენი საუბარი და საბოლოო დაშენება მკითხველს მიანდო?
  • იქნებ ჯემალ, და წმიდა მოდერნისტული გადაწყვეტილება იქნებოდა ეს, შეპირებული მოდერნული პროექტის ნაცვლად (იღიმის). მერედა, ეს მიდგომა მართლაც აღემატება ცალკეული ადამიანის კოგნიტიურ შესაძლებლობებს და ჭვრეტის, ლამის გასხივოსნების იმედზე ტოვებს მკვლევარს. ჰოდა, მაგიტომაც ვაცხადებ უარს შენს მიერ შემოთავაზებულ ხერხებზე ხოლმე და იმას ვაწვები, რაც იძლევა შესაძლებლობას დიდი სურათის დანახვის სხვა მეთოდიკით. ეს კი, სხვა სიტყვებით და კულტურლი კოდის გამოყენებით რომ ვთქვა, აუდიტორიაში „მეტანოიას“ პროვოცირებაა. და იმედია, ახლა გესმის რატომაც მხოლოდ ასე და არა პოზიტივისტურ სტილში და სწორხაზოვნად ვყვები ამ ისტორიას,განტოტებებით,  იგავებით და „პაზლებით“ და არა შენს ჯინაზე მეგობარო (იცინის). სწორად გამიგე, – რადგან სხვაგვარად არაფერი გამოგვივა და კი მთხოვე, ეგზკეტიკას წარამარა ნუ გამოიყენებო, მაგრამ რანდა ქნა, როცა მოითხოვს სიუჟეტი და განგება ამას.
  • წარმოიდგინე და მესმის, გამგებსაც დავით! მოკლედ, დაადექი იმ გზას რომელსაც ჩათვლი უფრო მართებულად ესოდენ რთული საკითხის მიტანაში აუდიტორიამდე და მე მხოლოდ მივესალმები ამას. ორიოდე სიტყვით კი, უბრალოდ განვუმარტავ მკითხველს, – რომ მეტანოია (ბერძ. μετάνοια — „აზროვნების შეცვლა“, „გადახედვა“), ესაა ადამიანის მიერ განცდილი რადიკალური ცვლილება და გაფართოება სამყაროს აღქმაში, საკუთარ შეხედულებებში, ღირებულებებსა, რწმენებში და ა.შ.
  • დაბოლოს ჯემალ, – ისიც რისგან ამოიზარდა პირადად ჩემი ფილოსოფია. შესაბამისად და ზოგადად წინარე ციკლიც და ა.შ. აი ესაა და ეს, რისი თქმა მინდოდა აუცილებლად რეზიუმეს შესავალშივე და ახლა კი, ნამდვილად მანიფესტის დროც დადგა.

(გაგრძელება იქნება)

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე