მკითხველი ითხოვს სიტყვას
მე გახლავართ აფხაზეთიდან დვნილი ოჯახის წევრი, მოგეხსენებათ დევნილობაში მცხოვები ადამიანის ბედი, რომელიც მუდმივად განიცდის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას და რომლისთვისაც სახელმწიფოს არასდროს სცალია… წლები გადიოდა, ხელისუფლებები იცვლებოდნენ, ჩვენი მდგომარეობა კი ხან მძიმდებოდა, ხან კი უცვლელი იყო…
ამასობაში ასაკმაც მომისწრო და ისევ დევნილის მძიმე უღელქვეშ მყოფს, სტომატოლოგის დახმარება დამჭირდა, რაც დღეს ძალიან დიდ ხარჯებს უკავშირდება… დახმარებისთვის განცხადებით მივმართე ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც მსგავსი მხარდაჭერის პროგრამა არ ჰქონიათ და მალევე უარი მივიღე…
სასოწარკვეთილებამდე ერთი ნაბიჯი მაკლდა, გადავწყვიტე, ისევ ჩემი მკურნალი ექიმი-სტომატოლოგის – იური აბაშიძისთვის მიმემართა, რადგან მან კარგად იცოდა ჩემი მდგომარეობა და ამ ღმერთწამებულ, კეთილშობილ ადამიანს ერთხელ უკვე გაწეული ჰქონდა ჩემთვის უანგარო დახმარება… ამჯერადაც სწორედ ბატონმა იურიმ გაიღო გულმოწყალება და თავის კოლეგა გურამ ცეცხლაძესთან ერთად, „ახალი ღიმილი“ მაჩუქა…
წარმოიდგინეთ რა სიხარულია ეს ჩემთვის… ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ბატონების – იურისა და გურამის მსგავსი კეთილშობილი, გულის – გულიანი შვილები, რადგან ასეთი დიდებული და ქველმოქმედი ადამიანები თუ ბევრი ეყოლება ქვეყანას, ცხოვრება ასე მძიმე აღარ იქნება.
მადლობა თქვენ, ბატონებო, უფალმა დაგლოცოთ აწ და მარადის!
დიდი სიყვარულით, მარგარიტა (მარიამ) კაცია







