-აშშ-ს ერთ-ერთი წამყვანი გამოცემა, The Washington Times_ი წერს რომ, „შტატებში შეეშინდათ იმ მომავლის, რომელსაც მათ რუსეთი უმზადებს“. რადგან, აშშ-სთვის შეიძლება აღარ აღმოჩნდეს ადგილი ახალ მსოფლიო წყობაში, თუ ჩინეთმა და რუსეთმა შეძლეს გეგმების რეალიზება; „თუ ეს ორი სახელმწიფო მიაღწევს მიზანს, აშშ არათუ თავში დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, არამედ ადგილსაც ვერ მიიღებს მაგიდის ბოლოში“_ო – აი ასე ეხმაურებიან სარედაქციო სტატიაში სის და პუტინის ეპოქალურ შეთანმხებას. სტატიაში ასევე წერია რომ, ავღანეთიდან აშშ-ს ქაოტურმა გაქცევამ განაპირობა პუტინის სითამამე, და რომ „მოსკოვმა საკუთარი სავალუტო რეზერვების იუანებში კონვერტირება მოახდინა 17 პროცენტამდე“. პუბლიკაციაში, უტყუარ არგუმენტად, გარდაუვალი დიდი მსოფლიო ტრანსფორმაციების, მოჰყავთ პუტინისადმი, სი ძინპინის ნათქმვამიც, რომ „განხორციელდა ცვლილებები, რომლებიც 100 წლის განმავლობაში არ ყოფილა და ჩვენ ერთად უნდა ვუზრუნველყოთ ეს ცვლილებები“. მავანი იტყვის, ეს „რესპუბლიკელების“ მთავარი გამოცემაა და არცაა გასაკვირი, თუ ესოდენ ნეგატიურ დისკურს ატარებენ ოფიციალური ვაშინგტონის მიმართ. მაგრამ საქმე იმაშია რომ, პარტიულად ნეიტრალური Foreign Affairs_ იც გვატყობინეს, – სი ძინპინმა ჩინეთში ჩასვლისთანავე გამოაცხადა მზადება დიდი ომისთვის_ო და პარლამენტის სხდომაზე მოუწოდა გენერლებს მეტი სითამამისაკენ. პარალელურად, ტაივანის სრუტის მიღმა ქალაქებში, დაიწყო ბომბის თავშესაფრების გამალებული მშენებლობა და მთელი ტაივანის მასშტაბით ე.წ. „ეროვნული დაცვის სამობილიზაციო პუნქტები“_ს შექმნა. ეს ინფორმაცია ვგონებ მით უფრო ყურადსაღებია ჩვენთვის და უშუალოდ „ომის პარტიისთვის“, რომ ამხანაგი სის ამ განცხადებას მყისვე მოჰყვა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურიწარმომადგენელის, ტან კეფეის გამოსვლა ცენტრალური ტელევიზიით, სადაც მან თქვა შემდეგი; „ჩინეთისსახალხო–გამათავისუფლებელი არმია, რუსეთისშეიარაღებულ ძალებთან ერთად აპირებსგანახორციელოს ორი სახელმწიფოს მიერმიღწეულ მნიშვნელოვანი შეთანხმება და გააძლიერონ სტრატეგიული კოორდინაცია“. სიტყვაზე, სულაც არ ვისახავთ მიზნად, რაიმე ტიპის ალარმისტული განწყობები გავაღვივოთ ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ „დემოკრატების“ & მემარცხენე ლიბერალების მთავარი გამოცემა, The New York Times-იც ზემორე პათოსს სულ უფრო ემხრობა და წუხს მოსალოდნელ დიდ ომზე. ასევე იმაზეც რომ, სანქციებმა რომლისკენაც თავად გვიბიძგებდნენ, რუსეთს დიდი ვერაფერი დააკლო. კერძოდ; აი მაგალითად რას წერს ეს „დემოკრატიული“ პარტიის რუპორი (ვციტირებ რა „რესპუბლიკური“ გამოცემის პარალელურად, რომ მიკერძოება არ დაგვწამონ „აჭარა-PS“), – „იმ დროს, როდესაც რუსეთსა და დასაველეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები ნაწილობრივ დაკნინდა, ვაჭრობა აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნებთან გაფართოვდა“. ასე მაგალითად, ისტორიკოსი, ავტორი წიგნის „ეკონომიკური სანქციების გაძლიერება, როგორც თანამედროვე ომის ინსტრუმენტი“ ნიკოლას მალდერი აღნიშნავს რომ „ფაქტობრივად, როდესაც კონცენტრაცია მოვახდინეთ რუსეთის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, სიდიდით მე-11 ეკონომიკაზე მსოფლიოში, ამან ყურადღება გაგვიფანტა და სინამდვიელში, ბევრად გამანადგურებლად იმოქმედა პატარა და სუსტ უკრაინის ეკონომიკაზე“. ასევე, ზემორეს კონტექსტში ვგონებ ჩვენი „სტრატეგიული მეგობრის“ და უახლოესი მეზობლის, თურქეთის ლიდერის კომენტარი იქნება საინტერესო თეთრი სახლის ზეწოლაზე. სადაც ის ამბობს რომ, „ჩვენიქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ“_ო. მოგვიანებით კი, უკვე მოახლოვებული საპრეზიდენტო არჩევნების კონტესტში დასძენს აშშ-ს ელჩის მისამართით, – „ჩვენ უნდა ვასწავლოთ აშშ-ს გაკვეთილი!“_ო. ჩვეულებისამებრ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ეს სიტყვებიც მოინათლება ალბათ „რუსულ პროპაგანდათ“ გარკვეული წრეების მხრიდან საქართველოში. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, კაპიტოლიუმი ითხოვს ომს, „რესპუბლიკელები“ ეწინააღმდეგება, სხვა ქვეყნები ემზადება და ზოგი ქვეყანა კი, აცილებს ცდილობს. საქართვეოლოც იმ ქვენებს შორისაა, ომის აცილებას რომ ცდლობს და რასაც ბატონი ღარიბაშივლი ხშირად ახსენებს გამოსვლებში. კერძოდ, “ჩვენ გვინდა ახლა დამშვიდება. საზოგადოებას სჭირდება მშვიდობა, სიწყნარე, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი კეთილდღეობა გვჭირდება” – განაცხადა მან თუნდაც, მთავრობის უკანასკნელ სხდომაზე. მოწოდება, ლამის დირექტივის ფორმატშია, რაც მოდი პირდაპირ ვთქათ და, წინააღმდეგობაში მოდის „ომის პარტიის“ დღის წესრიგთან, ასევე აშშ-ს სტრატეგიულ ინტერსებთან. არადა, დღეის გადმოსახედიდან ნათლად ვხედავთ, რომ ანტირუსული ქეისი პრაქტიკულად და საბოლოოდ ჩავარდა, თუმცაღა საპირისპიროს გვიმტკიცებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან აფილირებული ექსპერტ-აქტივისტობა. რომ რუსეთის ექპორტი, სულაც არ დაზარალდა – ამას უკვე ღიად აღიარებს სულ უფრო მეტი დასავლელი ექსპერტი და რაღას ითხოვენ მაშინ საქართველოსგან? ჩვენი სუსტი, ფაქტობრივად რუსეთზე და თურქეთზე მიბმული ეკონომიკით. მოკლედ, ის ფაქტები, მოსაზრებები და კითხვები, საგულდაგულოდ შევარჩიე მრავალთაგან, რაც დღის წესრიგს ჰქმნის. ხოდა, ვეცადოთ ეს მიმოფანტულ ეპიზოდები საერთო სურათად ავაწყოთ – ასე ვთქვათ, საერთო „პაზლში“ მოვათავსოთ და ამოვხსნათ-თქო, ჩვენი დიალოგების ციკლის ერთგულ მკითხველთან ერთად. მინდა, სწორედ რომ ამ კონტექსტში გაშალო თემა; იმიტომ რომ ჯერ ერთი, ამ მონათესავე საკითხებს უწესდება ყველაზე მეტი ნეოლიბერალური ცენზურა პარტიულ ტელეარხებზე და მეორეა ის რომ – გაუგონარი ისტერია მოჰყვება ხოლმე მათი მრევლის მხრიდან / ნუ, თუ არასათანადო რაკურსით შეეხე-მეთქი მათთან გაბატონებულ დისკურსს. კონკრეტულ მიზეზსაც კი ვერ ვასახელებ სიმართლე გითხრა, თუ რატომ ხდება ასე (!) იქნებ, გადაფარვა რომ მოხდეს მთავარის, მეათეხარისხოვანი საკითხებით, ანდა სტრატეგიული ტიპის ანალიტიკის არქონის გამო, ან სულაც აბნევენ მაყურებელს მიზანმირთულად, რომ რაღაც ადგილობრივი ტაქტიკური საკითხები გადაწყვიტონ გზადაგზა, სანამ დანარჩენ მსოფლიოში ტრანზიტული პერიოდია?
მასეცაა, თან „საინფორმაციო ხმაურში“ ძირავენ, – აპრობირებული ტექნოლოგიაა, როდესაც საქმე მართლაც დასამალად აქვთ; მაგალითად ისეთი რამის, რაც იმ ბაზისს შეცვლის, რაზეც ემყარებოდა ამა თუ იმ ჯგუფის მმართველობა მთელი ეს პოსტსაბჭოთა პერიოდი. რადგან მშვენივრად იციან რომ, პრობლემა არ გადაწყდება, სანამ პრობლემის მკაფიო ფორმულირება არ მოხდება სიმართლის ჭრილში და მასობრივ დონეზე. „დაღეჭვა“ კი ბოლომდე, ანუ პრობლემის დეტალიზირება ზოგადეროვნული მასშტაბით და შესაბამისად, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტა, არანაირად არ აწყობთ ამ ეტაპზე. იმ მომენტამდე მაინც, მანამ არ მოაგვარებენ საქმეს იმათთან, ვინც ახალ წყობაში იქნება მსოფლიო, ანდა უკიდურეს შემთხვევაში რეგიონალური ჰეგემონი. მაგრამ მეორე მხრივ, გლობალური მოვლენები ისეთი სიჩქარით ვითარდება, რომ ამ ლოკალური ელიტების გაცვეთილი ხრიკების მიუხედავად, პროცესი დიდი ხნით კონსერვაციას ვერ დაექვემდებარება. მეტიც, დიდწილად, შტატების კარნახით ფორმირებული ეს ძველი ქართული „რასკლადი“, თავ-თავიანთი „ბონზებითურთ“ შეიძლება ყოველგვარი ახსნა-განმარტებების და გარანტიების გარეშეც მოისროლონ „ისტორიის სანაგვეზე“.
-გამოცემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის რაც ზემორე თქვი, მეტი თვასლსაჩინოებისთვის რეგიონის სოციალურ-პოლიტიკური ყოფის ჭრილში რომ ავხსნათ ვგონებ აჯობებდა, არა?
რატომაც არა; პრაქტიკულ მაგალითზე, და ასე ვთქვათ კომიქსისის დონეზე საილუსტრაციოდ რომ ითქვას, თუ რასთან გვაქვს საქმე, ეს შემდეგნაირად გამოიყურება; წარმოიდგინე და განაზოგადე, პირობითად მოქალაქე N_ი, რომელმაც კარიერა წამოიწყო ათასგავარი ევრო-ატლანტიკური მანტრის შეძახილით. ჩვეულებრივი, საშუალოზე დაბალი გონის და ამორფული მორალის ახალგაზრდა პარტიული აქტივისტი, დაზუთხულ მეინსტრიმულ ტექტსებს რომ ისვრის წარამარა. ნუ, როგორიც სსრკ-ში კომკავშირლები ლენინის, ანდა ჩინეთში ხუნვეუბინები მაო ძედუნის ციტატებს. სხვათა შორის და ცნობისთვის, ეს ის კატეგორიაა, რომელიც ყველაზე ადვილად ექვემდებარება ინდოქტრინიზაციას. პოტენციურად „პლასტელინი“ და უნივერსალური ფსიქოტიპია-თქო ამ ვერსიის კოჰორტა – რაც ბანაკების მიუხედავდ დიდი მოთამაშეების „ნახევრადლეგალური საქმისთვის“და მიზნებიდან გამომდიბარე, მათ მისაღებად აქცევს. ასევე, კარიერისტების, მეტადრე გავრცელებული ტიპაჟი, როდესაც რამე ტიპის ტოტალიტარული იდეოლოგიაა გაბატონებული და ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში კი, პროვინციულ ფაშიზმთან აღრეული ნეოლიბერალიზმის ნაზავი. მოკლედ, ჯერ იყო და, არასამთავრობოების ხაზით ამკვიდრებდა რეგიონში მემარცხენე ლიბერალულ პოსტულატებს და ეს გრძელებოდა, სანამ 12_ის მიწურულს არ იყნოსა ხელისუფლებაში მოხვედრის რეალური შესაძლებლობა. რის შემდეგაც, ოდნავ შეცვალა რიტორიკა და ერთ-ერთ პროვინციელ ბელად-ფრიკს შეეკრა და მისი ადიუტანტის როლი მოირგო კიდეც. დიდი ძალისხმევა და ფერისცვალება მაშინ არ სჭირდებოდა მაგ ამბავს – „ოცნება“ კოალიციური ძალა იყო, და თუნდაც ამის გამო, სააკაშვილის მომხრეთა რიგებს ნეოლიბერალური ელემენტის რაოდენობით არ ჩამორჩებოდა / ალასანიას ხალხი, „მემარჯვენეები“, „რესპუბლიკელები“, გრანტების წერტილოვანი გადანაწილების გამო განაწყენებული არასამთავრობო სექტორის ნაწილი, „პორტირებულები“, პროფშეუსაბამობის და კორუფციის გამო „ნაცებიდან“ გაძევებულნი და ა.შ. მოკლედ, – სრული ეკლექტიკა სუფევდა მანდ იმ მომენტისთვის და ფორმალურად ეს „ანტი“, შინაარსობრივად კი ღრმად „მიშისტური“ წარმონაქმნები მსუყედ იყო წარმოდგენილნი „ოცნებაში“ სავსებით ლოგიკურად. არავის ვაძაგებ, რადგან გარდაუვალი იყო მსგავსი კონფიგურაცია გარემოებების გათვალისწინებით. წერილიც კი გამოვაქვეყნე თავის დროზე „regnum“_ზე, – „ვინ ხართ ბატონო ბიძინა, ხელისუფლება და ოპოზიცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ“. სადაც ვსვამდი ამ საკითხებს და თავადვე ვპასუხობდი რომ, მსგავსი წარსულის და რეფლექსიის ხალხით ივანიშვილი ახალს ვერ ააშენებდა და სულ უფრო ჩაეფლობოდა ძველ მატრიცაში. მით უფრო, ვერ გაარღვევდა რუსულ მიმართულებას! რაც პირადად ჩემთვის პრინციპული იმითაა რომ, მიმაჩნია, – მხოლოდ რუსთან დალაგების მეშვეობით, შევძლებთ აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნებას, ასევე ინდუსტრიის და სოფლის აღორძინებას. მაგ წერილშივე ვსაუბრობდი რომ, ასეთი პარტიების და ხალხის მოზიდვით ის უბრალოდ მე-5 კოლონას ამრავლებს „ოცნების“ რიგებში და ისემც ამიხდეს ყველაფერი, როგორც ეს ჩემი მაშინდელი პროგნოზი ახდა. პრეზიდენტები, პრემიერები, ფრაქციების ხელმძღვანელები, მერები, აქტივი, რომელი შრე გინდა, სადაც კადრებმა მასობრივად არ გაამართლა. მოკლედ, რეი ბრედბერის არ იყოს, „ვცდილობდი არა მომავლის პროგნოზირებას, არამედ პრევენციას„ და არ გამოვიდა, თუმცა როგორც ხედავ ფარ-ხმალს არ ვყრი(იცინის).
-მერედა, შედარებით მაღალ ეშელონებში ეს ჩანდა, ქვედა დონეებზე კი, ზედას შემხედვარე ხომ გასაგებია რაც ხდება და რამდენი ასეთი პროფშეუსაბამო კადრია ნეპოტიზმის და მიმიკრიის წყალობით კიდევ ჩანერგილ-ჩარჩენილი „ოცნებაში“ იმ ძველი კოალიციური რეჟიმის დროიდან?
„ლეგიონი“, და მარტო გოგაშვილის ქრესტომატიულად ქცეული მაგალითი რად ღირს, რომ გასაგები იყოს ყველასათვის, თუ რა საშიში ვითარება დამყარდა მსგავსი, ზერელე და თან, თავს მოხველი დამოკიდებულების გამო საკადრო პოლიტიკიში. რამდენია კიდევ-თქო, რომელიც ელოდება მომენტს ნახტომისთვის, განსაკუთრებით რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეებზე. აფხაზის და ოსის დაბრუნებაზე, ომის აცილებაზე, ქვეყნის, რეგიონის თუ ქალაქის აღმშენებლობაზე როგორ უნდა იფიქრო მმართველმა, როდესაც ყოველი რყევის დროს იყო და კიდევ მოსალოდნელია უამრავი ღალატი და დივერსია ფორმალური მომხრეებისგან?! თუმცა ვმეორდები, ამაზეც მქონდა საუბარი იმ, 2012 წლის, 23 მაისს გამოქვეყნებულ წერილში, და მაქვე წინსწრებით ვუშვებდი იმის შესაძლებლობასაც რომ, ამ მიდი-მოდი „მიშისტური“, მედროვე და მემერცხენე ლიბერალი ელემენტების მოზიდვა ხდებოდა აშშ-ს ფარული ზეწოლით.
-რაშიც დღეის გადმოსახედიდან უფრო და უფრო ვრწმუნდებით ყველანი. თუნდაც იმ მოვლენების შემხედვარე, რაც მმართველი პარტიის ირგვლივ ვითარდება, აშშ-ს უკვე ღია ზეწოლით. მაგალითისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის,ენტონი ბლინკენის განცხადება ქართველიმოსამართლეების სანქცირების შესახებ,სინამდვილეში ხომ მხოლოდ მწვერვალია აისბერგის. დასტურად, დავესესხოთ თუნდაც ცნობილ ბლოგერ და „ოცნების“ გამოჩრეულ აქტივისტს გაბი კამაევს, რომელიც ჩვეულებისამებრ ძალზე ადეკვატურად და ამომწურავად ეხმიანება ხოლმე ასეთ მოვლენებს. სიტყვაზე, განსხვავებით უამრავი „ოცნების“ მანდატით მოქმედი მერყევი ჩინოსანის, უკრაინულ-ევროპული დროშებით ავატარებზე სოცქსელში რომ ეკეკლუცება „ნაციონალურ მოძრაობას“. ორ სკამზე ჯდომას რომ ცდილობენ-მეთქი პერმანენტულად. კერძოდ, ზემორე ფაქტის ქონექსტში ის წერს; როგორც კი – საქართველომდაიწყო, რეალური დამოუკიდებელი სვლები, დამოუკიდებელი ენერგეტიკული კორიდორებისშექმნა და ათვისება, დამოუკიდებლადალტერნატიული ეკონომიკური საძირკვლისგამყარება, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისგანმტკიცება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია; როგორც კი ხმამაღლა განაცხადა, რომ საკუთარმომავალს დაიცავს, იმ წუთიდან დაიწყო, გავეშებული შტურმი, ჩვენი ქვეყნისხელისუფლებასა და ყველა ინსტიტუციაზე! სამწუხაროდ ასეა ეს, სამწუხაროდ ჩვენ “მავანს” არა თუ მეგობრად/პარტნიორად ვჭირდებით, არამედ ვასალად! “ინსტრუმენტად“, რომელიცშენი შეხედულებით, ნებისმიერ წამს შეგიძლიაგამოიყენო, ჩართო პირდაპირ ომში, შენისურვილისამებრ – დანიშნო ის ხელისუფალი, რომელიც მორჩილად შეასრულებს შენსბრძანებებს…. ასეა ეს! გულწრფელად ვიტყვი, რომეს მხოლოდ დასაწყისია და ღია დაუფარავიშემოტევა, ჯერ კიდევ წინ ელის, ჩვენსსახელმწიფოს! აბსოლუტურად, ყველა “ჯოკერი” იქნება გამოყენებული იმისათვის, რომსაქართველოს მართვის სადავეებთან, იქნენმოყვანილნი, გლობალური ომის პარტიისაგენტები! არავის ეგონოს, რომ მიზანი მხოლოდპატარა საქართველოს ომში ჩართვაა, ეს ბევრადუფრო მასშტაბურ ჩანაფიქრს ატარებს და ყველამმშვენივრად იცის, რომ საქართველოს აფეთქებით, მთლიანი რეგიონის რყევაა გარდაუვალი!..“ ჰმ, როგორ გინდა არ დაეთახმო ბატონ გაბის?
პრინციპში, ყველაფერი თქვა ამ ღირსეულმა ახალგაზრდა კაცმა და წარმოიდგინე, 9 წლის თავზე თუ მასეა, რა ინტენსივობის ზეწოლა იქნებოდა ივანიშვლზე, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებით ეტაპზე. სხვაგვარად რომ ემოქმედა, დესერტადაც არ ეყოფოდა იმ ძალებს, დღეს რომ ტრამპი ესოდენ ვერაგულად ჩააყუდეს ციხეში, ვიღაც მეძავის ჩივილის საფუძველზე.
-უძახე შენ მეძავი და ეს პორნოვარსკლავი მთავარი ფიგურანტია საქმეში, რომლის გამოც დააპატიმრეს ეს ბუმბერაზი პიროვნება. არადა, რა სასაცილო ქეისია ბაიდენის კორუფციული გარიგებების და მისი შვილის თავგადასავლების ფონზე. თუმცა „შეუცნობელარს გზანი უფლისა“ და ვგონებ, ამ უსამართლო გადაწყვეტილებით მას დაეხმარენ კიდეც უნებლიეთ. ილონ მასკმაც აღიარა, რომ „ტრამპი ამერიკისმომავალი პრეზიდენტია. მისი რეიტინგი, ყოველწუთიერად იმატებს და ეს გარდაუვალია!“_ო.
თუ კიდევ, რამე დამატებით სიურპრიზს არ უმზადებენ ტრამპს ეს ძალები. მაგრამ ჩვენთვის ამ შემთხვევაში უფრო საინტერესო ის არის, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბევრად უკეთ მოსჩანს თუ რა შინაარსის და ყველაფრის მკადრებელ ძალასთან ჰქონდა საქმე ივანიშვილს. რაც მისი ინფორმირებულობის, გავლენების და ფულის პატრონმა რა თქმა უნდა იცოდა, და რის გამოც იმოქმედა ესოდენ მაკიაველისტურად. ისე კი, ფაქტია რომ ვა-ბანკზე წავიდნენ „დემოკრატები“ – გაუჭირდათ და რეალურად შეეშინდათ ტრამპის მეორე ვადის, რაც ყველაფერთან ერთად მათ სისუსტეზეც მეტყველებს. სხვა მხრივ კი, ილონ მასკის არ იყოს, – ტრამპის დაპატიმრების გამო, მე ბევრად ოპტიმისტურად განვეწყვე საქართველოსთან მიმართებაში. ტრამპსა, და ამერიკის შიდა „გარჩევებს“ რომ გავანებოთ თავი, მაღალი ალბათობით ჩვენთვის იქნებ სასარგებლო დარჩეს-თქო, ეს მისი დრობითი იზოლაცია. რადგან, ნათლად აჩვენებს იმას რომ, შიდა პოლიტიკური პროცესები შტატებში სულ უფრო რადიკალიზირებული ხდება, და ჩვენთვის მალე შეიძლება საერთოდ ვეღარ მოიცალონ. ასევე, რაც მახარებს, – ეს ხელ-ფეხს გაუხსნის აქ ძალინ ბევრ ეროვნულ, პროქართულ აქტორს, ჯერ ერთი თავად „ოცნებაში“, რაც უკვე თავის მხრივ მემარცხენე ლიბერალური ელემენტების ოსტრაკიზმს გამოიწვევს მათი რიგებიდან. მეორე კი, ის სტიგმატზირებული, „ოცნების“ გარეთ დარჩენილი „ანტიმიშისტური“ ძალებიც მეინსტრიმულად იქცევა. რაც აქამდე, შეუძლებელი იყო აშშ-ს მედია და პოლიტიკური ველისმკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ და მთავარი – რის გამოც, მმართველი პარტიის ოფიცილური პუსტულატები ფორმალურად დიდად არ განსხვავდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დოქტრინისგან. ეს ფაქტორი კი თავის მხრივ, „მიშისტ“ ელემენტებს აძლევდა ლეგალურ საშუალებას დიდი შინაგანი ბრძოლების გარეშეც მმართელ ძალაში დაემკვიდრათ ადგილი. სადაც ისინი აგრძელებდნენ იგივეს ძახილს, რასაც თავის დროზე „ნაციონალრ მოძრაობაში“, ოღონდ ნაკლები ფანატიზმითა და ინტენსივობით აკეთებდნენამას. ანუ, პარტიის ცვლილების მიუხედავად, იგივე რეფლექსიას ამჟღავნებდნენ. ისევ და ისევ ნატოში და ევროკავშირში მიდიოდნენ, ისევლე იცავდნენ სექსუალური უმცირესობების უფლებებს და პოპულარიზაციითაც იყვნენ დაკავებულნი თან, ოღონდ სააკაშვილის გარეშე-თქო and so on.
-ბარემ, მარილიც მოვაყაროთ და ცირკულარად, მათ რიგებში ტრიალებდა ასეთი აზრი; ვითომვცდა სააკაშვილი რუსის აგენტი იყო და სწორედ რომ მაგის გამო არ გვიღებდნენ ევროკავშირში. ნონსენსია არა?
მიამიტობა რა თქმა უნდა, და წმიდა წყლის პოსტმოდერნი! ნამდვილი სიგიჟე რომ არ დავარქვათ. სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს პირველ რიგში ისაა რომ, დღესაც ბლომად მოიძებნება მმართველ ძალაში ამ „მიშისტური“ ნარატივის ისეთი პოლიტიკურად გაუნათლებელი მიმდევარი რომ, გულწრფელად სჯერა ამ ყავგასულიმითოლოგემის. რაც სხვა ყველაფერთან ერთად, ნათლად მოწმობს იმაზეც რომ, ელემენტარულ დონეზე არ გააჩნია ბევრს მანდ წარმოდგენა გეოპოლიტიკიზე. ასევე, ეთნოფსიქოლოგიის და ისტორიის ბანალური გაკვეთილების ცოდნასთანაც კი მწყრალად არიან. პირდაპირ ვთქვათ – ბიზნესი, ბანკები, ვაჭრობა და პოლიტიკა, საზოგადოება, „realpolitik“, თუგინდ მომიჯნავე, მაგრამ არსით სხვადასხვა სფეროა. რომლებიც, სიუჟეტის სხვადასხვანაირ განვითარებას ითხოვს თან. ის მექნიზმიც სხვათა შორის, რაც კვებავს ამ რწმენას ოდითგანვე გაცვეთილია. საქმე რაშია და, იმის გათვალისწინებით რომ ამ ხალხის რწმენა არ განსხვავდება სააკაშვილის რწმენისგან ფუნდამენტურად და ამ გზამ კი ფიასკო განიცადა„ნაცების“ მმართველობის დროს აღებული კურსის სახით, ამოქმედდა ე.წ. „ფარმაკის“ ფენომენი. ანუ, სხვაგვარად „განტევების ვაცი“ გამონახა ამ კონტიგენტმა მიშას სახით და ის ყველაფერი, რისიც თავად სჯეროდათ და არ გამოვიდა, ერთ კაცს გადააბრალეს. როგორც ცოდვების გამოსასყიდ სიმბოლურ მსხვრეპლს შეახოცეს მთელი ის ცრუ წარმოდგენები-მეთქი, რომლითაც იკვებებოდნენ მის დროს. შემდეგ კი, „ოცნებში“ გადასვლისას, ამ უძველესი პრაქტიკის წყალობით ფსიქიკისთვის უმტკივნეულოდ გადმოიტანეს ზედაპირული, კოსმეტიკური ცვლილებებით იგივე შინაარსის მისწრაფებები.
-„არცოდნა, არცოდვაო“, ამიტომ ავღნიშნოთ ბარემ ისიც რომ უნებლიეთ ხდება ასე, რადგან ე.წ. ტრანზიტის თანმდევი ეს ფსიქოლოგიური მექანიზმები ქვეცნობიერის და არქეტიპების დონეზე ხორციელდება ხოლმე. გამიგია, რომ ოდითგანვე ასე ხდებოდა, – როდასაც საზოგადოებას გადატვირთვა დასჭირდებოდა მაგრამ ისე რომ, საფუძვლებს არ უნდა შეხებოდნენ – ამოარჩევდნენ რა მათი გეზის, ანდა შეხედულებების ყველაზე თვალსაჩინო, კოლექტიური წარმოდგენების კრებსით წარმომადგენელს და აძევებდნენ ქალაქიდან ანდა ჰკლავდნენ. ახოცავდნენ მოკლედ ხელს-თქო. არაფერია ახალი მზისქვეშეთში და ცანცარა სააკაშვილიც ისეთივე მსხვერპლი გამოდის აქ არსით, როგორც დანარჩენი საქართველო თავის დროზე, მისი უშუალო პატრონების ხელში. ეს გასაგებია და ლაიტმოტივიც, – პარადიგმა რომ შევცვალოთ მართლაც, ფუნდამენტიდან უნდა ვიწყებდეთ და არა „ფარმაკებით“, ან მისი ლატენტური მომხრეების აღზევებით. მაგრამ, ამასობაში ჩვენი დიალოგის ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი, მოქალაქე N_ი გადაგვავიწყდა. მის ფერისვალობას და გადაბარგების ამბავს მოჰყვა ამოდენა ისტორია, და გადახვევა მთავარი სიუჟეტური ხაზიდან. უსამართლობა იქნებოდა, რომ არ ჩავამთავროთ მოქალაქე N_ის ნიშანდობლივი ტრანზაქციის მაგალითით და რაც დაგვრჩა სათქმელი, მომდევნო დიალოგებისთვის გადავდოთ.
I / კარგი – რადგან გაზეთის ფორმატიც აღარ გვიწყობს ხელს, მოქალაქე N_ის ამ ისტორიას იგავის ფორმატში, და „ოცნების“ პერსპექტივების ჭრილშიმხოლოდ სამიოდე აბზათით ვიტყვი; როდესაც ამ ჩვენს რეგიონალურ „ფრიკს“ საქმე გაუფუჭდა ზემდგომებთან და ლამის მთელი მისი სამეგობრო ჩაირეცხა, ამ ჩვენმა პერსონაჟმა მოასწრო და დაგმო ის საჯაროდ, რამაც გადაარჩინა და მისცა საშუალება ტივტივი გაეგრძელებინა აჭარის პოლიტიკურ ველზე. უღიმღამო, მაგრამ საკმარისი იმისთვის რომ, მას და მისნაირებს ჩაეძირა ნებისმიერი ნათელიანტიმიშისტური ძალა და პირი რეგიონში.
II / ასეთ და მონათესავე საქმიანობასთანპარალელურად, ახალ-ახალი პატრონების ძიებაში „კარბამიდიც“ კი შემოეჭამა ამ „ჩვენი დროის გმირს“- დასტურად იმის რომ, „რუსულ ეკონომიკურ ინეტრესებს“ არ დაუშვებს აჭარაში. თუმცა, შეიცვალა დრო, პრემიერები და დღეს ის არათუ ეგუება, – საერთო ტრენდს აყოლილი მიესალმება „ეკონომიკის განვითარებას და მშვიდობას“. მეტიც, იმ ყოფილ თანამოაზრეებს, ვინც ალღო ვერ აუღო და არასამთავრობო სექტორში შემორჩა, ანდა სულაც იმ ავადხსენებულ „ფრიკს“ გაჰყვა, „ლიბერასტებს“ უწოდებს. თუმცა, სხვებს მაგალითად, იმათ ვინც მისი სამეგობროს საპირისპრო პოლუსზე იდგა და დგას კონიუქტურის მიუხედავად – „რუსეთუმეებს“. მთლად ივანიშვილ-ღარიბაშვილსაც ვერ უბედავს, მაგრამ “by default”, ხომ მაგათაც გულისხობს შინაურულ საუბრებში.
III / მოკლედ, ასე და ამგვარად, ის იცილებს კონკურენტებს – აი ესაა-თქო კრებსითი სახე, იმ ისტებლიშენტის ვინც ახალ რეალობაში დამკვიდრებას ცდილობს. აქ, იმ სტატუს-კვოს შენარჩუნებას, რაც ამერიკის უპირობო დომინირების დროს დამყარდა. მდგომარეობა, რომელიც კიდევ მისაღები იქნებოდა ძველ დროს, სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე თუნდაც. როდესაც,შტატები უპირობო ჰეგემონი გახლდათ სამხრეთ კავკასიაში, ჩვენ კი მათი „კლიენტელა“ ქვეყანა.მაგრამ დღეს „სუვერენული დემოკრატიის“ მშენებლობის პირობებში, იმ დროს როდესაც „სახ_დეპი“ არა იმდენად დეგრადირებულ „ნაცებზე“, რამდენად ფარულ „მიშისტებზე“ დებს ფსონს, ამტიპის „პორტირებული“ მაქციების უკონტროლოგნიასი რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში როდია დასაშვები. გარდა ღია, პირდაპირ კაპიტოლიუმზე მიბმული დესტრუქციული ძალისა-თქო, უფრო მეტი ფარული ანტისახელმწიფოებრივი ელემენტია მიმოფანტული სხვადასხვა სახელმწიფოწარმომქნელ ინსტიტუტში, ფორმალურად ივანიშვილისადმი ლოიალურად განწყობილ მედიასა და ელიტარულ წრეებში ე.წ., „დიპ სთეითის“ სახით. აი ესაა დღეს ყველაზე დიდი და აღმოსაფხვრელი საფრთხე ქვეყნისთვის, რაცდადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ავტომატურად სხვა დანარჩენსაც დაალაგებს. კარგად მესმის ისიც რომ, სქემა რომელიც შევთავაზე მკითხველს ბევრად მარტივია ვიდრე რეალობა.მაგრამ მეორე მხრივ, სქემის გარეშე რეალობასაც ვერ გავუგებთ. (გაგრძელება იქნება)
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე