/ინტერვიუ პულიცისტ დავით ჩხარტიშვილთან/
სანამ, და ჩვეულებისამებრ X ეპიზოდის, ე ნაწილის მოკლე მიმოხოლვით შევეგებოდეთ ახლადშემოერთებულ მკითხველს; რომ უპრობლემოდ შეძლოს მან, აქ განხილვად თემებზე აყოლა და საზრისებში წვდომა, მინდა, პროფესორ დემურ გიორხელიძის მიერ, სოცქსელ „Meta“-ში გამოქვეყნებული პოსტით, ხაზი გავუსვა ჩვენი ციკლ-გზავნილის სულისკვეთებას და ერთგვარი კრისტალიზაცია მოვახდინო მისი. რადგან, ბატონი დემური ზედმიწევნით ზუსტად ეხმიანება იმ ამოცანას, რის გამო საერთოდ წამოვიწყეთ აი ეს, – თანამედროვეობისთვის მეტადრე უჩვეულო ფორმატში შეკაზმული „საუბრები“ ანტიკურ, და სახელდობრ, სტოას სკოლის სტილისტიკით. ის წერს რომ, „დამოუკიდებლობის აღდგენის 35-ე წლისთავზე, ქართველს აქვს შანსი გახდეს თავისუფალი, – პასუხისმგებლობის მქონე, – საოცარ კულტურაზე აღზრდილი, – დაუღალავად და პროდუქტიულად მშრომელი, – მოამაგე და ვალდებელების მქონე ადამიანი, – სახელმწიფოს თუ გვერდით მდგომის მიმართ, განურჩევლად იმისა, იცნობს თუ არა მას! ერთად ერთი მცირე რამაა საჭირო ამისთვის: ქართველთა უცილებელ მინიმალურ რაოდენობას უნდა სურდეს ეს! და თუ ეს მინიმალური რაოდენობა იქნა (მალე გამოჩნდება!), დანარჩენი ტექნიკის საქმეა, დანარჩენს უკვე გონიერი ინტენსიური დიდი შრომა უნდა და შედეგიც დადგება! ამ პროცესის დაწყებიდან ადამიანები საკუთარ ტყავზე იგრძნობენ, რომ მდგომარეობა უმჯობესდება და ამის შეგრძნებას წლები არ სჭირდება: ეს პროცესია, დასაწყისიდან აღმავალი ტრაექტორიით, შრომა და ცოდნა რომ უზრუნველყოფს!“ …
- ზუსტი, და ფრიად ატმოსფერული პროლოგია ჯემალ; საკვანძო სიტყვები აქ, – რა თქმა უნდა „შრომა და ცოდნაა“! ანუ ის, რაც ზოგადად კონსტიტუირებას ახდენს დასახლებული ტერიტორიების, ან/და „failed state“-ბის წარჩინებულ სახელმწიფოებად გარდაქმნას! თვითკმარი და კულტურული საქართველოს მშენებლობის გზაზე უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტები „by default“ და ოდითგანვე. მაშასადამე, იმ ახალი დოქტრინის, რომლის მიღებას ნაბიჯ-ნაბიჯ და ესოდენ დაჟინებით ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას – მზიდი კედლის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი. მაგრამ, მაინც ერთ-ერთი ელემენტი იმ მრავალთაგანი აგურ-ფაქტორიდან, რაც ესაჭიროება ქყვეყნის ფეხზე დადგომას და რასაც, სწორი იდეოლოგიის შეთავაზება-დამკვიდრებით, მხოლოდ ჩვენი ფუნდამენტური პროექტი ითვალისწინებს ჯერ-ჯერობით.
- კეთილი დავით, და ახლა კი უშუალოდ ჩვენი „საუბრების“ წინა ეპიზოდებში წამოჭრილ პრობლემატიკას დავუბრუნდეთ; სასწრაფო წესით პასუხგასაცემელი საკითხი იქ, შემდეგნაირად გამოიკვეთა – საქართველოს ჰიპერვესტერნიზირებულ ნაწილში სუფევს წარმოდგენა, ვითომცდა ევროპა „აღთქმული მიწაა“ და ყოველივე გაჩენილი მაგ წიაშღში კეთილშობილი, მისაღები და დასამკვიდრებელია ჩვენში, ლამის „მაოისტური“ მეთოდებით. სიტყვაზე, ნიშანდობლივი წამოცდენაა მაგ კლასტერის მხრიდან, – რომ „ევროპა თუ მოგვთხოვს, ცალ ფეხზე უნდა იხტუნოო“…
- აქ სახეზეა, მრავალწლიანი და უნამუსო სატელევიზიო პროპაგანდის პრიზმაში გატარების შედეგი. ჰმ, დოსტოევსკის უთქვამს, „ერთად თავმოყრილი სიბრიყვე და უტიფრობა დიდი ძალაა“-ო. აი, როდესაც ამ ტიპის ერთობას ემატება მილიონობით „ვერცხლი“. „დანაელთა ძღვენად“, თანმდევ მემარცხენე-ლიბერალურ იდეებითურთ რომ მოედინება „კოლექტიური დასავლეთისგან“ და ამ უწყვეტ ფინანსურ ნაკადს, ე.წ. „მეგობარი“ ქვეყნების დიპკორპუსის უპირობო მხარდაჭერა ახლავს. თან, ანტიუტოპიური ჟანრიდან სცენების დარად, „მიშისტური“ მედიარესურსების მიერ ღვივდება ფსევდოპატრიოტული ისტერია და ყოფითი რუსოფობია. მიმართული იმაზე რომ, „უბრალო მოქალაქემ“ ადეკვატურად, და ავტონომიურ რეჟიმში ვერ განსაზღვროს, ვის რა ამოძრავებს, და თუ რა ხდება მის ირგვლივ სინამდვილეში. ასევე, ისტებლიშმენტის ინფანტილიზმისა და რეალობაზე თამადურ-მითოლოგიური წარმოდგენების გამო, ცვლილებები კოსმეტიკურ დონეზე თუ ხდება, აბა რა გითხრა მეტი … (რედ. ცენზურა) ვართ და ვიქნებით ასეთ გაურკვეველ, ბურუსით მოცულ მდგომარეობაში და ჩაბნელებული მომავლით. გარემოებების და გარე სუბიექტთა ინტერესების უსუსურ მძევლებად. მეტიც, მოუქნელ ობიექტად ამ არსით ბნელი ძალების წინაშე, – ვის უშუალო ამოცანაშია, რომ ყველანაირი ჯურის ვაჭრუკანა-გაიძვერამ იბალახოს ქართულ სამოქალაქო-პოლიტიკურ ველზე და იციმციმონ ტელეკრანებზე, სახელმწიფო მოღვაწეებზე ხელის შეწყობის ნაცვლად და ა.შ.
- გასაგებია, თუ რა თქმა უნდა, იმ მეთოდოლოგიით არ იხელმძღვანელა ქართულმა საზოგადოებამ, რომელსაც ვთავაზობთ, არა? და სამართლიანობისთვისაც უნდა ითქვას, განა მხოლოდ ჩვენ – რამდენიმე პატრიოტი ქართველიც, სხვდადასხვა კონსერვატიული პარადიგმის საზღვრებში მაუწყებელი პლატფორმიდან …
- კი მაგრამ, სხვებისგან განსხვავებით მთლიანობაში და არა ცალკეულ გამოვლინებებში ვხედავთ პრობლემას. ტოტალურ ცვლილებებს ვითხოვთ და ამაშია ჩვენი შეთავაზების უნიკალურობა. ქართული სახელმწიფოს წარმატების, აი ეს ჩვენეული რეცეპტი, – ახალი მოდერნისტული პროქტია, რომელიც სისტემის საბაზისო რესტრუქტურიზაციასა და არსებულისგან, კარდინალურად განსხვავებულ იდოელოგიაზე შეთანხმებას ითვალისწინებს ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების განკურნებისთვის …
- ისე კი და პირადად მე რომ მკითხო, ზედმეტი წიაღსვლები არ სჭირდება ამ ყველაფერს; ვისაც მაგარი ქვეყნის აშენება სურს, მათთვის ისრაელის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრის გოლდა მეიერის აი, ეს სამი წესი ქრესტომათიად უნდა იქცეს და მორჩა; „თუ გსურთ, ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენს შვილებს ცხოვრება ენდომებათ. თუ გსურთ, ააშენოთ ქვეყანა, რომელსაც ისინი მხოლოდ შვებულების დროს დატოვებენ. თუ გსურთ, ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც მომავლის შიში არ გექნებათ. მაშინ, კორუფცია გამოაცხადეთ ღალატად, ხოლო კორუმპირებული ჩინოვნიკები მეშვიდე თაობამდე ქვეყნის მოღალატეებად შერაცხეთ. სამხედრო, მასწავლებელი და ექიმი ყველაზე მაღალანაზღაურებად და პატივსაცემ პროფესიებად აქციეთ. რაც მთავარია – იმუშავეთ, იმუშავეთ და იმუშავეთ! ვინაიდან – არავინ გიშველით და არავინ დაგიცავთ, საკუთარი თავის გარდა! თქვენს გარდა სხვას არავის სჭირდება თქვენი ქვეყნის კეთილდღეობა!..“
- იმის თქმა მინდა დავით, რომ მიზანს მივაღწევთ მაშინ, როდესაც „კაცობრიობის ოქროს ფონდში“ შეტანილი ეს სიტყვები, გახდება ცხოვრების წესი ქართული სახელისფლებო ვერტიკალისთვის. მოკლედ, ამ ჯერზე გულნადებ-მიზანი იქით იყოს, და რომ არ გადავღალოთ მკითხველი, ვუბრუნდები ზემოთ წამოჭრილ, ე.წ. „ევროპულ“ აქცენტებს; – აი ეს, შენს მიერ დასმული დაღის არ იყოს, ე.წ. „ნეომარქსისტული“ უმსგავსობა, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს, ლოგიკური შედეგია ე.წ. „ევროპული“ ევოლუციისა და უნდა მივიღოთ როგორიც არის ის, თუ „ფლუქტუაციებია“? რაც თავისით გაქრება დროთა განმავლობაში, ანდა, იგნორირებულ ხომ არ უნდა იქნან, ვითომცდა არ არსებობენ? ასევე, რა არის სინამდვილეში ეს ყბადაღებული ევროპული ცივილიზაცია როგორც ასეთი, და მართლაც „აღთქმული მიწა“ ხომ არაა, რომ „ცალ ფეხზე ვიხტუნოთ“, დავბრმავდეთ, დავყრუვდეთ და ა.შ., რათა მანდ შეღწევის უფლება მოვიპოვოთ? „ღირს, პარიზი მესად“-თქო?
- უშუალოდ პასუხის გაცემამდე დავძენდი, რომ გოლდა მეიერის ეს აზრი, მისი მსოფლმხედველობითაა ნაკარნახევი და ეს მსოფლმხედველობა კი, იმ იდეებითაა გაჯერებული, რომლის ინდოქტრინიზაციას ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას ამ ციკლით. ასე რომ, როდესაც მანიფესტნარევ „სოციალურ ინჟინერიასთან“ გვაქვს საქმე, მსგავსი წიაღვსლები როდია ხელწამოსაკრავი (იცინის). ასეა თუ ისე, შენიშვნა მისაღებია, ასევე კი ხედავ რომ, არ ვუყურებ მოვლენებს მხოლოდ ერთი რაკურსიდან, და ოპონენტ კლასტერებსაც არ აღვიქვამ მტრად. ზოგადად, დისპუტის, კულტურული დიალოგის ფორმა მიზიდავს და ვამკვიდრებთ კიდეც. იგივეს მოვითხოვ ხოლმე მოწინააღმდეგე მხარისგან, არადა ცემა-ტყეპითა თუ ბღუზიობით, ვერ ავაშენებთ წესიერ ქვეყანას და ეგაა. მე კი წარმატებულ სახელმწიფოში და არა ბოშათა ბანაკის დარ წარმონაქმნში ცხოვრება მსურს. დაწვრილმანებაც პარტიულ-მუნიციპალურ დონეებამდე არ მჩვევია და სისულედ მიმაჩნია იმ დროს, როდესაც „amor fati“_ს საუკეთესო ტრადიციებში და ეპიკურ ჟანრში ვითარდება საქართველოს გარშემო დრამატურგია. რა დროს ეგაა, როცა on-line რეჟიმში ახალი სამყაროს დაბადებას ვადევნებთ თვალ-ყურს და რაც „შესაძლებლობების ფანჯრის“ გამოჩენასთან ერთად, მისასალმებელია თუ, – დომინანტ დოქტრინად იქნება გავრცელებული სტოიკური წეს-წყობის ვერსია. აი სწორედ ის, რომელმაც ისრაელის პრემიერ-მინისტრს ის სიტყვები ათქმევინა, შენ რომ ესოდენ მოგხიბლა.
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე
(გაგრძელება იქნება)