მთავარი ინტერვიუ დავით ჩხარტიშვილი: X_დ), დასკვნითი ეპიზოდი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს...

დავით ჩხარტიშვილი: X_დ), დასკვნითი ეპიზოდი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა!..“

16
0
  • მეათე ეპიზოდის ამ დასკვნით ნაწილს, დავიწყებდი ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობრის, ვიქტორ ორბანის რეპლიკით; თან, მოვიყვანდი იმის დასტურადაც, თუ რეალურად რა დგას ხოლმე სივრცის მიუხედავად, მსოფლიოში მიმდინარე სისხლიანი პერფომანსების უკან. უნგრეთის პრემიერი გვარწმუნებს რომ, – „დასავლური ცივილიზაციის დომინირების ხუთას წლიანი ეპოქა დასრულდა, და ევრაზიის საუკუნე მოდის“_ო. განა, რამე ორიგინალურს ამბობს, – ლამის მეინსტრიმულ აზრად იქცა ეგ მოსაზრება მიუკერძობელ ექსპერტებში. ტრამპის გამარჯვების შემდეგ კი, მასებშიც გაღრმავდა ეჭვ-მოლოდინი, რომ ახალი მსოფლიოს დაბადებას და შესაბამისი წესების ხელახალ მორგებას ადევნებენ თვალ_ყურს. იქნებ იალტა-პოტსდამის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ გარიგება-გადანაწილებას, წამყვან მოთამაშეებს შორის და რას იტყვი დავით, ჩვენი ამ მორიგ საცერში გაცრის მოლოდინის კუთხით?
  • ფაქტია ჯემალ, ეპიკური მოვლენები იშლება ჩვენს თვალწინ და მით უფრო მოგყვები იმაში, რომ „დარგობრივი სპეციალისტებისთვის“, მიმდინარე პროცესის ანატომია დიდი ხანია რაც ნათელი იყო; რა თქმა უნდა, თუ არ იყვნენ ისინი, ანგაჟირებულ-დაბრმავებულნი მემარცხენე ლიბერალური იდეოლოგიით, ან/და აშშ_ს ძლევამოსილების მითით მოჯადოებულნი. რაღა შორს ვიარო, და ამ საუბრებშიც არაერთხელ წამოგვიწევია ახალი მსოფლიოს დაბადების თემა, თანმდევი მოვლენების განხილივითურთ და მინიშნებებით „ბიფურკაციის წერტილებზე“. ასევე, გამომიქვეყნებია ეს მოსაზრებები, როგორც რუსულ ფედერალურ, ცენტრალურ ქართულ და სხვა რეგიონალურ პრესაშიც. რაც, აქაური „ოცნების“ უამარავ მიმიკრირებულ წევრში კოგნიტიური დისონანსის შეტევების მიზეზიც კი გამხდარა. იქამდე, სანამ მოგვიანებით მსგავსი შინაარსის ცირკულარები არ მოსულა დედაქალაქიდან და მხოლოდ მაშინ, ეს გადაღებილ-გადმოღებილი, უღრანი უვიცობით დაღდასმული კლასტერი იძულებული ხდებოდა კნავილით ემეორა ის, რაც სრულად ეწინააღმდეგებოდა მათ მრწმას და განვლილ მონურ გზას. მოკლედ, სატელევიზიო გამოსვლებშიც არაერთხელ მიმომიხილავს ამ მიმართულებით დღის წესრიგი და თან წლების წინ-თქო, ეპოქალური ცვლილებების გარიჟრაჟზე. აი, როდესაც დღეს აჭიკჭიკებული, ამ „კონიუქტურშიკების“ უმეტესობა დუმდა, ანდა საპირისპიროს გვიმტკიცებდა მენტორული ტონით-მეთქი. სიტყვაზე, რაც არაერთხელ გამხდარა პირადად ჩემი დაბლოკვის, სამსახურის გაუქმების, რეგიონალურ ტვ-ში „პერსონა ნონ_გრატად გამოცხადების მიზეზი. ისე კი ბედის ირონიაა, რომ ამ უნამუსო ოსტრაკიზმის ავტორები, დღესაც ირიცხებიან „აჭარული ოცნების“ რიგებში მაღალ პოზიციებზე (იღიმის). მორიგ ჯერზე გადმოღებილნი, დღეს რომის პაპზე მეტ კათოლიკეებად გვევლინებიან და უტიფრად, იმეორებენ იმას, რის გამო სულ ახლახანს უმწარებდნენ სიმართლის მთქმელებს ცხოვრებას რეგიონში. ასე და ამგვარად, დღეს ცდილობენ მოაჩვენონ ერს და ბერს თავი, ახალი მეინსტრიმული, ტრადიციონალისტ-კონსერვატიული ხაზის შეუცვლელ პროვაიდერებად აქ. ასევე, ქვეყნის საგარეო დივერსიფიკაციის გულანთებულ მომხრეებად და ა.შ.
  • ანეკდოტია რა; მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც ფუჭი დარჩება ეს მათი ძალისხმევა, მერწმუნე! რაღაც ნაწილი კი დაუჯერებს ამ მაქციებს, მაგრამ ხალხის უმეტესობას და მით უფრო პასიონარულ ნაწილს „გუპის მეხსიერება“ როდი აქვს. კარგად ახსოვს ხალხს, თუ როგორ ეფიცებდნენ ესენი ჯორჯ სოროს ერთგულებას, ლობირებდნენ ნარკოტიკების ლეგალიზაციას და ლგბტ-თემას ტელევიზიებში გულშემატკივრობდნენ, ან დუჟმომდაგრი ანთხევდნენ რუსოფობიას, არა დავით?
  • კი ბატონო; შესაბამისად, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ამ კლასტერმა მორიგი მიმიკრიის კუთხით, – დემონსტრაციულად იხტუნოს ერთი პოლუსიდან მეორეზე, მაინც დარჩებიან წესიერი და პასუხისმგებლიანი მოქალაქეების პირად აღქმებში იმ აღზევებულ ლექად, რომელიც სიტყვაზე – არაერთხელ უნახავთ აქამდეც. მაგრამ, ესეც დიდი არაფერია ჯემალ, რადგან უარესი ელის ამ გზით აღზევებულ ლექს მარადიულის პრიზმაში. ისინი დარჩებიან სიმულაკრებად კოლექტიურ ცნობიერებაშიც, რაც უკვე ისტორიაში ანტიგმირებად შესვლის გარანტიაა. ამ ცნების ზედმიწევნით ბოდრიარ-დელიოზისეული ინტერპრეტაციით (იღიმის). იმ გაგებით-თქო, რომ  „სიმულაკრი – არის სიმულაცია“_ო და შინაარსობრივად სხვა არაფერი. აბსოლუტური ნოლი, „ფრაქტალი“, სხვის ნაბრძოლ-ნაშრომზე წამოსკუპებული არარაობა და თუ უფრო „ობივატელური“ დეფინიციით განვმარტავ – ხორცმეტია ჩვენს სხეულზე, რომელიც უნდა მოიწვას. გარსით კი გავს, მაგრამ არსით რამე არ აქვს საერთო შინაარსთან, ნამდვილ ქართულ სახელმწიფოებრივ სულთან და სხეულთან-მეთქი. რაგინდ, სხვა დატვირთვის მიცემას ცდილობდნენ მათთვის უხილავი რეჟისორები ქვეყნის შიგნით, თუ გარედან. თუმცა, ამაზე დეტალურად სხვა დროს იყოს, საგულდაგულოდ ამ თემისთვის მიძღვნილ წერილში.
  • დავით, ამას კი ავუვლით როგორმე გვერდს – სიმპტომატიკაა; მაგრამ ქვეყანაში დისკურსების დაუნდობელი ომის ფონზე, მიმდინარე პროცესის ორიოდე სიტყვით სიღრმისეულ შეფასებას ნამვილად ვერ გაექცევი. ისე მიდის საქმე რომ, წინასწარმეტყველი ესაიას, ერთობ საშიში წყევლა შესაძლოა აუხდეს საქართველოს ამ სახალწლო დღეებში, ან/და უახლეს მომავალში. კერძოდ, „სარდლებად ბიჭბუჭებს დავუდგენქარაფშუტები იბატონებენ მათზე“-ო და ხომ მიმიხვდი საითაც მიმყავს, ხოდა რაშია გამოსავალი, აი ეს რეალობა რომ არ დაგვიდგეს?
  • მიგიხვდი რა თქმა უნდა, და თუ ასე გაგრძელდა „ბიჭ-ბუჭები“ ნამდვილად ჩაიგდებენ ხელში ძალაუფლებას. ამიტომ, რა პარადოქსულადაც არ უნდა მოეჩვენოს ვინმეს ახლა ეს, – ზედმეტი თავმდაბლობის და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვეტყვი საქართველოს მთავრობას შემდეგს; არ უნდა გეშინოდეთ ხელახალი არჩევნების და თუ რატომ, იმასაც ავხსნი დასაშვების ზღვარზე. პერსონალურად იმ პასუხისმგებელი პირების გასაგონად, ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს ახალი ისტორიის დაწერა და შესაბამისად, მეტი წინდახედულობა; პარიზის 68_წლის მოვლენები ქე გახსოვთ იმედია; თუკი არა, ორიოდე სიტყვით შეგახსენებთ. მაშინ, სტუდენტებმა ლამის მთელი პარიზი გადაწვეს. სარტრი მათთან ერთად ბარიკადებზე იდგა. რჩებოდა შთაბეჭდილება, ვითომცდა პროტესტანტები, ფრანგების უმრავლესობას წარმოადგენენ. სინამდვილეში კი, სოც_ჯგუფებს შორის ყველაზე მეტად ხმაუროდნენ ესენი და ეგაა, – ჟურნალისტები და მემარცხენე-შემოქმედებითი ინტელიგენცია ხომ ავანგარდში ედგათ და ა.შ. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, დანებდა დე გოლი და გადადგა. პრემიერმა პომპიდუმ დანიშნა არჩევნები და მიმართა ე.წ. „მდუმარე უმრავლესობას“, – აღუწერა ფრანგებს, თუ რა საშიშ ძალას წარმოადენდა ეს მემარცხენე ლიბერალიზმის ტყვეობაში მყოფი ახალგაზრდები. მათ იდეურ ხელმძღვანელებზე, მაოისტ სარტრზე და მაგ მომენტისთვის გარდაცვლილ კომუნისტ, „აბსურდის ფილოსოფიის“ ფუძემდებელ კამიუს იდეოლოიაზეც საგულდაგულოდ ისაუბრა. ასევე, აშშ-ს ძირგამომთხრელ როლზე საფრანგეთის სუვერინიტეტის წინააღმდეგ. მერე ჰქითხა ერს, ნუთუ ასეთი სახელმწიფო სურდათ – მაოისტ-ანარქისტებითურთ სათავეში და მართული ოკეანის გაღმიდან? ერთი სიტყვით, – საპარლამენტო არჩევნებში ჟორჟ პომპიდუს პარტიამ გიმარჯვა აბსოლუტური უმრავლესობით და აქაც, იგივე განმეორდება-თქო. მერწმუნეთ, რადგან ეს დროის მოთხოვნაა – ყველგან იმარჯვებს ტრადიციონალისტური დისკურსი და ჩვენც ვერ ვიქნებით გამონაკლისი ამ საერთო ფერხულში. თუ, რა თქმა უნდა შეცდომების კეთილსინდისიერი ინვენტარიზაცია მოხდება იქამდე „ოცნების“ მხრიდან. კერძოდ, რევიზირებულ და ახალ დოქტრინას წარუდგენს ერს მმართველი პარტია მიკიბ-მოკიბვის მიღმა. კადრებზეც გადაიხედება რა თქმა უნდა. განვმეორდები და ნახევრად ხუმრობით დავსძენ, – ავსტრიას, ავსტრალიისგან რომ არჩევს, ისეთები უმრავლესობაში უნდა იყოს მაინც, თუ ყველანი არა (იღიმის). ეს სასაცილო ფიგურები საპარლამენტო სიიდან ამოღებულ უნდა იქნას. არაა ნორმალური, როდესაც ისეთი ქართული საქმის მკეთებლები, როგორებიცაა სოსო მანჯავიძე, ირაკლი გოგავა, შოშიაშვილი ნუკრი, რომან კაკულია, ვასილ მაღლაფერიძე, ქართველიშვილი დავითი, და სხვა უამრავი დამსახურებული, ივანიშვილის ხაზის კომპეტენტური მხარდამჭერ-გამტარებელი, რაღაც გაურკვეველი, წერა-კითხვის უცოდინარი „შანტრაპით“ ნაცვლდება უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში. მერედა, უსასტიკესი ანტიკორუფციული კამპანიაა წამოსაწყები ქვეყნის მასშტაბით და სასწრაფო წესით თან. კიდევ, ბევრი სხვა რამაა გასაკეთებელი რა თქმა უნდა, მაგრამ დანარჩენზე აი ასე, ღია ტექსტით და ამ ეტაპზე, ვერ ვიტყვი.

(გაგრძელება იქნება)

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე