მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება დღეიდან ხელვაჩაურის საკრებულოს ნადიმ ვარშანიძე უხელმძღვანელებს

დღეიდან ხელვაჩაურის საკრებულოს ნადიმ ვარშანიძე უხელმძღვანელებს

190
0

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომაზე სამუშაო გეგმით 18 საკითხი იყო გათვალისწინებული. სხდომა ხელვაჩაურის #83 საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ომარ ვარშანიძემ გახსნა, რომელმაც 21 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნების შესახებ მოხსენება გააკეთა და სხდომის თავმჯდომარედ უხუცესი საკრებულოს წევრი თეიმურაზ შამილაძე მიიწვია. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად მმართველმა გუნდმა ნადიმ ვარშანიძე დაასახელა. ხმის მიცემა ფარული კენჭისყრით მიმდინარეობდა, კენჭისყრის შედეგად ნადიმ ვარშანიძე 17 ხმით აირჩიეს, კენჭისყრაში მონაწილეობა საკრებულოს ოპოზიციურ პარტიებს არ მიუღია. დღესვე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მალხაზ სალვარიძე აირჩიეს. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 5 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარებიც აიჩიეს.