მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით, ჯანდაცვის სამინისტროში, იმუნიზაციის საბჭო გაიმართა

ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით, ჯანდაცვის სამინისტროში, იმუნიზაციის საბჭო გაიმართა

159
0

მხარეებმა COVID-19-ის ახალი შტამიომიკრონი, მის მიმართ ვაქცინაციის ეფექტურობა, დაავადების მიმდინარეობა და საერთაშორისო გამოცდილება განიხილეს.

ისაუბრეს .. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადებთან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ,  ექსპერტთა ჯგუფი უახლოეს მომავალში გასცემს  შესაბამის რეკომენდაციას, „ბუსტერდოზისგაკეთების ვადის, 6-დან 5 თვემდე შემცირების თაობაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ბოლო დღეებში ვაქცინაციის მაჩვენებლის მატებაც განიხილეს დააღნიშნეს, რომ   ეს  60 წელს ზემოთ მოქალაქეების ფინანსურ წახალისებასა  და .. მწვანესაშვების გააქტიურებას უკავშირდება.

პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისებისშეუფერხებლად მიღებამიწოდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორისპეციალური აპლიკაცია – CovidPass Georgia და Georgia e-Health.

აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებებში შესვლისადა ღონისძიებებზე დასწრების მიზნით.

გარდა ამისა, დაიწყო აქტიური მუშაობა მწვანე სერტიფიკატებზეც, რომელიც იმ ობიექტებსგადაეცემათ, სადაც დასაქმებულთა დიდი უმრავლესობაა ვაქცინირებული.

საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

პირველი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ  2 183 335 აცრაა ჩატარებული.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხოსაშუალებაა!

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები დაკვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.