მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი „ეტალონის“ ინტელექტთამაშები აჭარაში

„ეტალონის“ ინტელექტთამაშები აჭარაში

185
0

საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ბათუმსა და ქობულეთს სტუმრობდა.
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ბათუმის N25-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. მასში ბათუმის სკოლების გამორჩეული მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ბათუმის ეტალონ მოსწავლეს“, ქეთი შენგელიას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა. ამასთან, „კავკასიის ბიზნესის სკოლას“, სადაც ქეთი სწავლობს, „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.
2016-2017 წელს ბათუმს კიდევ ერთი „ეტალონი მოსწავლე“ ჰყავდა – მიხეილ პაპუნიძე, რომელიც ღონისძიებას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ დაესწრო.
ღონისძიებას ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარაძე, რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 4 მაისს შეჯიბრში გამარჯვებულ, ბათუმის #14 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე სანდრო მამულაძეს „ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭა და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
რაც შეეხება ქობულეთს, აქ „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ქობულეთის #3 საჯარო სკოლის მოსწავლემ თეკლა გოლიაძემ მოიპოვა, ისიც ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში იასპარეზებს.
„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

https://youtu.be/NcFt3pI7J7Q